დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 525 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 88, 20/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №525
2010 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1997 წ., №2, გვ. 41) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის 5.1.9. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5.1.9. საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების შიდასაუწყებო ნორმატიული აქტები, რომლებიც აწესრიგებენ მათ შიდა საქმიანობას უშუალოდ სახელმწიფო თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფის თვალსაზრისით;“;
ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული იმ თანამდებობის პირების ნუსხის, რომლებიც უფლებამოსილი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვების უფლება, 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,21. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები;“;
გ) ბრძანებულებით დამტკიცებული იმ თანამდებობის პირების ნუსხის, რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლება, 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,32. საქართველოს დაზვერვის სამსახურში:
განყოფილების უფროსი და ზემოთ;
დაზვერვის ოფიცერი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები