,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ქ. ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (0.15 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ქ. ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (0.15 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 738
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 03/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 390.040.050.08.002.004
  • Word
738
30/12/2007
სსმ, 1, 03/01/2008
390.040.050.08.002.004
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ქ. ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (0.15 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №738

2007 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ქ. ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (0.15 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ქ. ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის მიმდებარედ საქართველოს საპატრიარქოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;

ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ქ. ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის მიმდებარედ ქუთაისის სატყეო მეურნეობის, ქუთაისის სატყეოს კვარტალი №16 ლიტერი №8 – 0.15 ჰა ფართობი;

გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს 20 წელი;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი