„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 113/01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 99, 13/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.014980
  • Word
113/01
13/08/2010
სსმ, 99, 13/08/2010
220090000.18.011.014980
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.014.980

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება 113/01

2010 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით (სსმ III, 10.07.2007წ., №97, მუხ. 1040) დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ.ა) საინკასო დავალება – საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებებით აღჭურვილი მესამე მხარის (საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოები – სააღსრულებო ბიუროები (შემდგომში – სააღსრულებო ბიუროები), კერძო აღმასრულებელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი–შემოსავლების სამსახური) მიერ ბანკისთვის დადგენილი ფორმით მიცემული დავალება, გადამხდელის ანგარიშიდან მისი თანხმობის გარეშე ფულადი სახსრების უპირობო ჩამოწერაზე;“.

2. მე-5 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უდავო წესებით თანხების გადახდევინებას (ჩამოწერას) ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკი, სააღსრულებო ბიუროები, კერძო აღმასრულებელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს პირისათვის გადასახდელთა დაკისრების უფლებამოსილება.“;

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კერძო აღმასრულებელი გადამხდელის ანგარიშიდან სახსრების უდავო წესით ჩამოწერას ახდენს უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების დედნის ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლებისა და სახსრების ჩამოწერის შესახებ მის მიერ შევსებული და სათანადო წესით დამოწმებული საინკასო დავალების (განკარგულების) საფუძველზე (დანართი №9). საქართველოს ეროვნული ბანკი, სააღსრულებო ბიუროები, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, გადამხდელის ანგარიშიდან სახსრების უდავო წესით ჩამოწერას ახდენენ მათ მიერ შევსებული და სათანადო წესით დამოწმებული საინკასო დავალების (განკარგულების) საფუძველზე (დანართი №9). ბიუჯეტის გადასახდელების ამოღების მიზნით წარმოდგენილ საინკასო დავალებებზე (განკარგულებებზე) ხელმოწერა დასაშვებია განხორციელდეს მექანიკური საშუალებების გამოყენებით – ფაქსიმილიით.“;

) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. უდავო წესით სახსრების ჩამოსაწერად კერძო აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო ფურცელი და საინკასო დავალება ან საქართველოს ეროვნული ბანკის, სააღსრულებო ბიუროების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საინკასო დავალება, შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ან საფოსტო გზავნილით, წარედგინება უშუალოდ იმ საბანკო დაწესებულებას ან მის ქვედანაყოფს, რომელშიც წარმოებს გადამხდელის ანგარიში. სათავო ბანკში მონაცემთა ბაზების ცენტრალიზებული დამუშავების სისტემის არსებობის შემთხვევაში საინკასო დავალება შეიძლება წარედგინოს სათავო ბანკს.“;

) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. უდავო წესით სახსრების ჩამოწერის უფლებამოსილების მქონე ორგანოების საინკასო დავალებებს ერთმანეთის მიმართ აქვს გარკვეული უპირატესობა, კერძოდ:

ა)საქართველოს ეროვნული ბანკის, სააღსრულებო ბიუროების, კერძო აღმასრულებლის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილ საინკასო დავალებათა შორის უპირატესობით სარგებლობს საქართველოს ეროვნული ბანკის საინკასო დავალება და მისი შესრულება უნდა განხორციელდეს პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, სხვა საინკასო დავალებებთან შედარებით რა ვადაში იყო წარდგენილი იგი;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სააღსრულებო ბიუროების და კერძო აღმასრულებლის მიერ წარდგენილი საინკასო დავალებების შესრულება უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ბანკის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი საინკასო დავალებების შესრულების შემდეგ საბანკო დაწესებულებებში მათი წარდგენის ქრონოლოგიური რიგითობით.“.

    მუხლი 2.

ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო საგარეო ვალების ხარჯზე გაცემული კრედიტების დაბრუნების უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა აუცილებელი ზომის, მათ შორის, მოვალის სახსრების საბანკო ანგარიშებიდან უპირობო ჩამოწერის პროცედურის გათვალისწინების აუცილებლობით.

    მუხლი 3.

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი    ა. მესტვირიშვილი