„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/1371
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 12/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 99, 13/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 03/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 300310000.22.024.014981
  • Word
1-1/1371
12/08/2010
სსმ, 99, 13/08/2010
300310000.22.024.014981
„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.22.024.014.981

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება 1-1/1371

2010 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების მე-3 მუხლის 62 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის  მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებით (სსმ III, 08.04.2008წ., №53, მუხ. 610) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატება:

1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეული რესურსების, როგორებიცაა ქვიშა, ხრეში, კაჭარ-კენჭნარი, ღორ­ღი, ლოდნარი, კონგლომერატები, ვულკანური წიდა, ორ­­გა­ნოგენულ-საკირე კირქვა, ქვიშაქვა, ტუფობრექჩია, თიხ­ნარი, ღორღისა და ხვინჭის შემავსებლით (სამთო ბალასტი), თიხები სააგურე-საკრამიტე, ასევე ზემოაღნიშნული სასარგებლო წიაღისეულის რესურსების, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება სსიპ „გარემოს ეროვნულ სააგენტოში” (გარდა ქვიშა, ხრეშისა და სამეწარმეო ან/და ტექნიკური (გარდა ჩამოსასხმელი და წყალმომარაგების მიზნისა) დანიშნულებით გამოსაყენებელი მიწისქვეშა მტკნარი წყლისა), აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

შენიშვნა: ამ ფორმულით განსაზღვრულ პირობით აღნიშვნებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტში მოყვანილ პირობით აღნიშვნებს, ხოლო Q1 – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონში განსაზღვრული ბუნებრივი რესურსების მოცულობა, რომელიც ტონებსა და 3-ში განისაზღვრება 200 ერთეულით, ხოლო გრამებში, კილოგრამებში, კარატებსა და .კალორიებში – 200 000 ერთეულით. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ფორმულით დაანგარიშებული ფასი შეადგენს 10 000 ლარზე ნაკლებს, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს 31 ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„31. იმ სასარგებლო წიაღისეული რესურსების, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება სსიპ „გარემოს ეროვნულ სააგენტოში”, ასევე P კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულზე (გარდა ქვიშის, ხრეშის, კაჭარ-კენჭნარის, ღორღის, ლოდნარის, კონგლომერატების, ვულკანური წიდის, ორგანოგენულ-საკირე კირქვის, ქვიშაქვის, ტუფობრექჩის, თიხნარის, ღორღისა და ხვინჭისა შემავსებლით (სამთო ბალასტი), თიხების სააგურე-საკრამიტე და სამეწარმეო ან/და ტექნიკური (გარდა ჩამოსასხმელი და წყალმომარაგების მიზნისა) დანიშნულებით გამოსაყენებელი მიწისქვეშა მტკნარი წყლისა), აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი მიიჩნევს, რომ სსიპ „გარემოს ეროვნულ სააგენტოში” დაცული ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეული რესურსების თაობაზე არ ასახავს არსებულ რეალობას და სურს ხელახლა შეისწავლოს იქ არსებული რესურსის სახეობა და რაოდენობა, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება თითოეულ ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით.”

შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული აუქციონის საწყისი ფასი არ შეიძლება შეადგენდეს 10 000 ლარზე ნაკლებს. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიისათვის განკუთვნილი ფართობი აღემატება ჰექტარის ზუსტ მახასიათებელს, ფართობის მეტობის შემთხვევაში ფასი განისაზღვრება დამატებით 500 ლარის ოდენობით, თუნდაც ეს ფართობი არ იყოს 1 ჰექტრამდე დამრგვალებული.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.                      

ვ. ქობალია