დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალში მდებარე მწვანე მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (4.6 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 735 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 03/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390.040.050.08.002.004 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/01/2008 - 18/04/2008)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №735
2007 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საპატრიარქოსათვის ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალში მდებარე მწვანე მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (4.6 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალში საქართველოს საპატრიარქოს გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალში მდებარე მწვანე მონასტრისა და მონასტერთან მისასვლელი გზის ირგვლივ არსებული ტერიტორია ახალდაბის სატყეოს №34 კვარტალიდან საერთო ფართობით – 4.6 ჰა;
გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს 20 წელი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები