„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 14/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 18/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.22.023.014738
  • Word
20
14/06/2010
სსმ, 71, 18/06/2010
300160070.22.023.014738
„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.22.023.014.738

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №20

2010 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანებით დამტკიცებული (სსმ III, 20.11.2008წ., №165, მუხ.1670) დანართი №5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №5

ტექნიკური რეგლამენტი

მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი

სახერხი საამქროებისა და საწარმოებისათვის

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება სახერხ საამქროებსა და საწარმოებზე (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა), რომელთაც იყენებენ მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარები (ტექნიკა).

2. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები წარმოადგენენ გარემოსდაცვით მოთხოვნებს და სავალდებულოა შესასრულებლად მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი სახერხი საამქროებისა და საწარმოებისთვის ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ სხვა ნორმებთან და მოთხოვნებთან ერთად.

    მუხლი 2. ფუნქციონირების ზოგადი მოთხოვნები

1. აკრძალულია მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი სახერხი საამქროებისა და საწარმოების (შემდეგში – სახერხი საამქროები) ფუნქციონირება:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე;

ბ) დაცული ტერიტორიის ფარგლებში;

2. აკრძალულია მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი სახერხი საამქროებისა და საწარმოების სახერხი დანადგარების განთავსება (მიუხედავად სახერხი საამქროს მიწის საკუთრების ფორმისა):

ა) მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს – 50 მეტრის ფარგლებში;

ბ) ტბებისა და წყალსაცავების წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში (რომელიც შეადგენს 300 მ-ს და განისაზღვრება წყლის მაქსიმალური ზვირთცემისას წყლით დაფარული (მაქსიმალური დონის) შესაბამისი სანაპირო ხაზის კიდიდან);

გ) შავი ზღვის სანაპირო ზოლში – ნაპირიდან 300 მეტრის ფარგლებში;

დ) საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულ სხვა ადგილებში.

3. აკრძალულია სახერხი საამქროების მიერ ხე-ტყის გადამუშავების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების განთავსება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში (მიუხედავად სახერხი საამქროს მიწის საკუთრების ფორმისა).

4. სახერხი საამქრო ვალდებულია უზრუნველყოს სახერხი დანადგარის, ხე-ტყისა და მისი გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ტერიტორიის შემოღობვა.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მანძილი იანგარიშება შესაბამისი წყლის ობიექტის უახლოესი წერტილიდან სახერხი საამქროს სახერხი დანადგარის და ნარჩენების განთავსების ადგილის უახლოეს წერტილამდე.

6. აკრძალულია ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის განთავსება სახერხი საამქროს შემოღობილი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (დატვირთვისა და ჩამოცლის პროცესის გარდა).

    მუხლი 3. გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მოთხოვნები

1. მერქნის ქიმიური დამუშავების მიზნით, სახერხი საამქროების ტერიტორიაზე გამოყოფილი სპეციალური მოედნები, აგრეთვე მერქნის დაცვის ქიმიურ საშუალებათა შესანახი ადგილები, აუცილებლად უნდა აღიჭურვოს მყარი მონოლითური (წყალგაუმტარი) დამცავი საფარით, ქიმიკატების ნიადაგსა და გრუნტის წყლებში გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, ასევე შესაბამისი წყალშემკრები სისტემით.

2. მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად სავალდებულოა ხე-ტყის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების (ბურბუშელა, ნახერხი) შენახვა საწარმოს ტერიტორიაზე ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში (შემოფარგული ტერიტორია ან/და შესაბამისი ბუნკერი).

3. თუ სახერხი საამქრო თვითონ არ ახორციელებს წარმოქმნილი საწარმოო და მერქნის ნარჩენების უტილიზაციას, უნდა გააჩნდეს შესაბამისი დოკუმენტაცია (მათ შორის, ხელშეკრულება) – ნარჩენების გატანაზე.

4. სხვა ნარჩენების არსებობის შემთხვევაში გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

    მუხლი 4. სახერხ საამქროში ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტისა და შესაბამისი დოკუმენტების აღრიცხვის მოთხოვნები

1. სავალდებულოა სახერხი საამქროების ფუნქციონირების პროცესში „ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტისა და შესაბამისი დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალის“ (შემდგომში – ჟურნალი) წარმოება დამტკიცებული ფორმისა (ფორმა №1) და მოთხოვნების მიხედვით.

2. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი, რომლის დამოწმებაც ხორციელდება სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის (შემდგომში – გარემოს დაცვის ინსპექცია) ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სამოქმედო ტერიტორიისა და სახერხი საამქროს ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.

3. მეწარმე ვალდებულია ფუნქციონირების დაწყებამდე ჟურნალის დამოწმებისთვის გარემოს დაცვის ინსპექციაში ჟურნალთან ერთად წარმოადგინოს დაკავებული მიწის საკუთრების ან კანონიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ასევე სახერხი საამქროს ჟურნალის წარმოებასა და საწარმოს წარმომადგენლობაზე სხვა პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (თუ ჟურნალის წარმოება არ ხორციელდება უშუალოდ საწარმოს ხელმძღვანელის მიერ).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ, ამ დანართის ფორმა №1-ით გათვალისწინებული ჟურნალის დამოწმება ხდება გარემოს დაცვის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ (ფორმა №1-ის „პირველი გვერდის“ შევსება ხდება სახერხი საამქროს მიერ ჟურნალის წარდგენამდე, ჟურნალის „შემდეგი გვერდის“ წარმოება ხდება სახერხი საამქროების ფუნქციონირების პროცესში).

5. ჟურნალის წარმოებას ახორციელებს სახერხი საამქროს (საწარმოს) ხელმძღვანელი ან/და მისგან ამისთვის უფლებამოსილი პირი, რაც არ ათავისუფლებს საწარმოს ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების დარღვევისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობისგან.

6. ჟურნალში აღრიცხვა ხორციელდება ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის მიღებისას ჩამოცლის დამთავრებისთანავე, ხოლო გატანისას – არა უგვიანეს დატვირთვისა.

7. სახერხი საამქრო ვალდებულია გადასამუშავებლად მიიღოს მხოლოდ კანონდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების მქონე მერქნული რესურსი. აკრძალულია სახერხ საამქროში საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული საშეშე მერქნის მიღება, გარდა იმ საშეშე მერქნისა, რომელიც მოპოვებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული „ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის“ შესაბამისად.

8. სახერხ საამქროში ხე-ტყის განთავსებისას ხე-ტყის მფლობელის მიერ ხე-ტყის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების მე-3 ეგზემპლარის გადაცემა ხდება საწარმოს ხელმძღვანელზე ან მის მიერ ამისთვის განსაზღვრულ უფლებამოსილ პირზე.

9. ჟურნალი და სახერხ საამქროში ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად გადაცემული ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტები ინახება სახერხი საამქროს ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას (რომელიც ხელმიუწვდომელია უცხო პირთათვის და დაცულ იქნება ყოველგვარი უარყოფითი ზემოქმედებისგან).

10. ჟურნალში ჩანაწერი წარმოებს ბურთულიანი კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ და აკრძალულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. თუ ჟურნალის რომელიმე გრაფის შევსებისას დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა, იგი გადაიხაზება, მის გამოსასწორებლად ჟურნალის მე-18 გრაფაში (შენიშვნა) მიეთითება – სწორი ჩანაწერი და კეთდება წარწერა „შესწორებულია“.

11. ჟურნალის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში სახერხი საამქრო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს გარემოს დაცვის ინსპექციას ან მის იმ ტერიტორიული ორგანოს, სადაც განხორციელდა ჟურნალის დამოწმება.

12. ჟურნალი, სახერხი საამქროს მიერ სრულად შევსების შემდეგ და მე-8 პუნქტის შესაბამისად გადაცემული ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტები ინახება 5 წლის განმავლობაში დადგენილი წესით, მიუხედავად სახერხი საამქროს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირების შეწყვეტისა, რომლებიც მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს გარემოს დაცვის ინსპექციას.

13. ჟურნალის გაფუჭება ან დაკარგვა სახერხი საამქროს არ ათავისუფლებს შესაბამისი პასუხისმგებლობისაგან.

14. ჟურნალში ჩანაწერების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს. ჟურნალში არასწორი ჩანაწერების შეტანა წარმოადგენს გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების ამ დანართის მოთხოვნების დარღვევას.

    მუხლი 5. გარდამავალი დებულებები

1. თუ სახერხი საამქრო ფუნქციონირებს 2010 წლის 4 ივნისამდე და არ შეესაბამება ამ დანართით დადგენილ მოთხოვნებს, სახერხი საამქროს მფლობელმა ამ მოთხოვნებთან სახერხი საამქროს შესაბამისობაში მოყვანა უნდა განახორციელოს 2010 წლის 4 აგვისტომდე.

2. იმ შემთხვევაში, თუ სახერხი საამქროს მიერ ყოველწლიურად გადამუშავებული ნედლეულის მოცულობა შეადგენს 3500 კუბ.მ-ზე მეტს და მასში დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება 100 კაცს და იგი ფუნქციონირებდა 2010 წლის 4 ივნისამდე და არ შეესაბამება ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სახერხი საამქროს მფლობელმა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად უნდა მოახდინოს საწარმოს რეკონსტრუქცია ან მისი ადგილმდებარეობის შეცვლა (გადატანა) 2011 წლის 4 აგვისტომდე.

3. სახერხი საამქრო ვალდებულია ფუნქციონირება დაიწყოს მხოლოდ ამ რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

4. წინამდებარე რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს გარემოს დაცვის ინსპექცია.“.

 

 

 

 

 

 


 ფორმა №1

(პირველი გვერდი)

 

ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტისა და შესაბამისი დოკუმენტების

აღრიცხვის ჟურნალი

 

                                                                                                                                                                                                    „______“ „__________“ 201____ წელი

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          (თვე)

 

1) საწარმოს დასახელება _____________________________________ 2) საწარმოს მფლობელი __________________________________________

 

3) საიდენტიფიკაციო ნომერი______________________________________ 4) ტელეფონის ნომერი _______________________________________

 

5) საწარმოს მონაცემები _______________________________________________________________________________________________________

(საწარმოს მისამართი, შენობის ტიპი – კაპიტალური, დროებითი და სხვა)

 

6) სახერხი დანადგარების მონაცემები __________________________________________________________________________________________

                                                  (რაოდენობა და ტიპი, მისი სიმძლავრე და სხვა დანადგარები მათი არსებობის შემთხვევაში, მათ შორის,

 

 ____________________________________________________________________________________________________________________________

მერქნის ქიმიური დამუშავებისას გამოყენებული, შესაბამისი პარამეტრების მითითებით)

_____________________________________________________________________________________________________________________________

 

_____________________________________________________________________________________________________________________________

 

7) ცვლილებები _____________________________________________________________________________________________________________

(მე-7 გრაფაში მიეთითება ინფორმაცია 1-6 გრაფებში მითითებული მონაცემების შეცვლის

 

____________________________________________________________________________________________________________________________

შემთხვევაში, რაც ამავე დროს უნდა ეცნობოს გარემოს დაცვის ინსპექციას)

 

____________________________________________________________________________________________________________________________

 

 


რიგითი №

ხე-ტყის შემოსვლის თარიღი (წელი, თვე, რიცხვი, საათი)

ხე-ტყის წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის რეკვიზიტები (ნომერი, გაცემის თარიღი)

ხე-ტყის სახეობა (ჯიში)

ხე-ტყის მოცულობა, მ 3

სახერხ საამქროში ხე-ტყის შემომტანი პირი (სახელი, გვარი,

პირადი №)

სატრანსპორტო საშუალების მარკა, სახელმწიფო ნომერი

ხე-ტყის შემომტანის ხელმოწერა

გადამუშავების (დახერხვის) თარიღი

(წელი, თვე, რიცხვი)

ხე-ტყის გადამუშავების პროდუქტის მოცულობა მ 3 სორტიმენტების მიხედვით, საერთო მოცულობა მ 3

კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე გაცემული დოკუმენტის რეკვიზიტები (ნომერი, სერია, გაცემის თარიღი,)

შემოტანილი ხე-ტყის გადამუშავების შემდეგ, პროდუქტის გატანისას სახერხ სამქროში დარჩენილი ნაშთი:

(გადასამუშავებელი ხე-ტყე ან/და გადამუშავებული პროდუქტი, მ 3 (მისი არარსებობისას დაისმევა X)

სახერხი საამქროდან პროდუქტის

გასვლის თარიღი (წელი,თვე, რიცხვი, საათი)

 

 

 

 

 

 

 

 

ჩავაბარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩავიბარე

 

შენიშვნა (მისი არარსებობისას დაისმევა X)

სახერხი საამქროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირი (სახელი, გვარი)

 

მისი ხელმოწერა

პროდუქტის გამტანი პირის სახელი, გვარი, პირადობის ან მართვის მოწმობის №

 

პროდუქტის გამტანი პირის ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

 9

10

11

12

13

14

15

16

17

18

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

შენიშვნა: მონაცემები შეიტანება თითოეული დოკუმენტის მიხედვით; ხე-ტყის სხვადასხვა სორტიმენტებად გადამუშავებისას მე-10 გრაფა ივსება სორტიმენტების მიხედვით შესაბამისი მოცულობით (მ3). მე-12 გრაფაში მიეთითება მე-3 გრაფაში მითითებული დოკუმენტით შემოტანილი ხე-ტყის გადამუშავების შედეგად სახერხ საამქროში იმავე დოკუმენტის ფარგლებში დარჩენილი გადასამუშავებელი ხე-ტყე ან/და გადამუშავებული პროდუქტის ნაშთი შესაბამისი მოცულობით (მ3). იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე შესაბამისი დოკუმენტის გაცემას არ ითვალისწინებს მე-11 გრაფაში მიეთითება „X“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე