„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 520
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 18/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.034.014753
  • Word
520
17/06/2010
სსმ, 71, 18/06/2010
010320010.22.034.014753
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.034.014.753

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №520

2010 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის №80 ბრძანების (სსმ III, 23.01.2009 №9, მუხ.82) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2010 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ი. მერაბიშვილი

დანართი №2

სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის საფინანსო–სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო, საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო, ადმინისტრაციული ობიექტების დაცვის სამმართველო

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი)

მთავარი სამმართველოს უფროსი

2280

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

2160

სამმართველოს უფროსი

2040

სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი

1570

სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი

1160

განყოფილების უფროსის მოადგილე, ქვეგანყოფილების უფროსი

1055

უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი

935

ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი, ექიმი

870

უმცროსი ინსპექტორი, სპეციალისტი, მძღოლი–დეზინფექტორი, მედდა

695

დამხმარე მოსამსახურე (ტექნიკოსი: ელექტრიკოსი, სანტექნიკოსი, მექანიკოსი, დიზელგენერატორის ელექტრო-მექანიკოსი, ლიფტის ელექტრო-მექანიკოსი, საქვაბის ოპერატორი, მეხანძრე)

430

დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი, მუშა, მუშა–ხელოსანი, მებაღე, მეეზოვე)

325