,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის არწივის ხეობის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ხორნაბუჯის მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (4 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 734
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 03/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 390.040.050.08.002.004
  • Word
734
30/12/2007
სსმ, 1, 03/01/2008
390.040.050.08.002.004
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის არწივის ხეობის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ხორნაბუჯის მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (4 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №734

2007 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის არწივის ხეობის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ხორნაბუჯის მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (4 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის არწივის ხეობის ბუნების ძეგლიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოეყოს მიჩენილი უბანი;

ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის არწივის ხეობის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ხორნაბუჯის მონასტრის მიმდებარედ 4 ჰა ფართობი დანართით განსაზღვრული გეოგრაფიული კოორდინატების შესაბამისად;

გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს 20 წელი;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

დანართი

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებიდან (არწივის ხეობის ბუნების ძეგლიდან) გადასაცემი ტერიტორიის საზღვრების კოორდინატები

X

Y

1.

594595

4593584

2.

594691

4593719

3.

594777

4593672

4.

594885

4593667

5.

594850

4593537

6.

594735

4593492