დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საპატრიარქოსათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ვეჯინის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრისა და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 10.2 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 732 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 03/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390.040.050.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №732
2007 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საპატრიარქოსათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ვეჯინის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრისა და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 10.2 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ვეჯინის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრისა და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს საგარეჯო-გურჯაანის სატყეო მეურნეობის გურჯაანის სატყეოს მიმდებარე ტერიტორია კვარტალი №44 ლიტერი №1 – 0.8 ჰა, ლიტერი №2 – 2.2 ჰა, ლიტერი №3 – 1.1 ჰა; ლიტერი №4 – 1.1 ჰა, სოფ. ვეჯინის ყოფილი საკოლმეურნეო ტყიდან 5 ჰა, საერთო ფართობი – 10.2 ჰა;
გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები