დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აქციზის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის N961 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 742 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 123, 27/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220120000.22.033.016006 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №742
2010 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
„აქციზის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №961 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„აქციზის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №961 ბრძანებაში (სსმ III, 30.12.2008, №186, მუხ. 1958) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული აქციზის დეკლარაციის ფორმის (დანართი №1) III განაყოფი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანებით დამტკიცებული „აქციზის დეკლარაციის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის:
ა) პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. დეკლარაციის დანართი წარედგინება საგადასახადო ორგანოს დეკლარაციასთან ერთად და წარმოადგენს მის ნაწილს. ამასთან, აღნიშნული დანართი არ ივსება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევაზე.“;
ბ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მე-5 სტრიქონზე აისახება ჩასათვლელი აქციზი, კერძოდ:
ვ.ა) დასაბეგრ ოპერაციებზე გამოყენებულ საწარმოო რესურსებზე ჩასათვლელი აქციზი, მაგრამ არა უმეტეს ასეთ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა (დეკლარაციის დანართის სვეტი 12 + სვეტი 14);
ვ.ბ) აქციზის თანხა დასავარგებელ აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე) (დეკლარაციის დანართის სვეტი 16);
ვ.გ) აქციზის თანხა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიღებისას, როდესაც მომსახურების მიმღები არ არის ბოლო მომხმარებელი;“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
განაყოფი III. აქციზის საერთო თანხის გაანგარიშება
| ოპერაციის შინაარსი | გადასახდელი აქციზი | შესამცირებელი აქციზი | ||
| აქციზი აქციზით დასაბეგრ ოპერაციაზე, რომელიც არ ექვემდებარება აქციზური მარკებით ნიშანდებას | 1
|
|
| |
| აქციზი აქციზური საქონლის ექსპორტზე, რომლის განხორციელება არ დასტურდება დოკუმენტურად | 2 |
|
| |
| აქციზი აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე | 3
|
|
| |
| აქციზი აქციზური მარკების დანაკლისზე | 4
|
|
| |
| ჩასათვლელი აქციზი |
| 5
|
| |
| აქციზი დაბრუნებულ აქციზურ საქონელზე (აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე) |
| 6
|
| |
| აქციზი დაბრუნებულ აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე |
| 7 |
| |
| ადრე ჩათვლილი აქციზი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას. | 8
|
|
| |
| ექსპორტზე ადრე გადახდილი აქციზი |
| 9 |
| |
| ჯამი (სტ.10=სტ.1+სტ.2+სტ.3+სტ.+4+სტ.8; სტ.11. =სტ.5+სტ.6+სტ.7+სტ.9) | 10
|
| 11 |
|
| ექვემდებარება ბიუჯეტში შეტანას (სტ. 10-სტ.11, როცა სტ.10>სტ.11.) | 12 |
|
| |
| ექვემდებარება შემცირებას (სტ.11 -სტ. 10, როცა სტ.11 >სტ.10) |
| 13 |
| |
სხვაობა აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე:
| ა) სტ.7- (3+4), როცა 7> (3+4), | 14 |
| გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის „აქციზის“ ბარათიდან გადაიტანება გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის „აქციზური მარკების“ ბარათზე. |
| ბ) სტ (3+ 4) - 7, როცა (3+ 4)>7 | 15 |
| გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის „აქციზური მარკების“ ბარათიდან გადაიტანება გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის „აქციზის“ ბარათზე. |
დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ
საწარმოს ხელმძღვანელი/ინდივიდუალური მეწარმე
(წარმომადგენელი)
---------------------- --------------------- ---------------------
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები