„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ნოემბრის №927 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 500
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 85, 14/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 26/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
500
14/07/2010
სსმ, 85, 14/07/2010
000000000.00.000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ნოემბრის №927 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №500

2010 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ნოემბრის №927 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ნოემბრის №927 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №131, მუხ. 1455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ:

ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ცენტრის წესდების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.“;

ბ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ცენტრი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი