„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 358
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 52, 10/05/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 22/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 020080150.22.033.014600
  • Word
358
05/05/2010
სსმ, 52, 10/05/2010
020080150.22.033.014600
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.150.22.033.014.600

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №358

2010 წლის 5 მაისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებით (სსმ III, 22.12.06. №172, მუხ. 2321) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის შესაძლებელია მხოლოდ ჯარიმის შეფარდება, ხოლო სამართალდარღვევის სუბიექტი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს, რასაც ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, მაშინ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირის მიერ ხორციელდება სანქციის შეფარდებაც და გამოიყენება საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება „საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდამრღვევი პირის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №104 ბრძანებით განსაზღვრული წესით.“.

2. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 16

საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა

საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სანქციის შეფარდებაზე უფლებამოსილი პირის მიერ გამოიყენება სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომელთა სახეები და მათი გამოყენების წესი განისაზღვრება „საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდამრღვევი პირის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №104 ბრძანებით.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი