"ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის N17.19.830 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 25.17.1199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 23/09/2010
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 30/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 300320000.37.101.016006
  • Word
25.17.1199
23/09/2010
სსმ, 32, 30/09/2010
300320000.37.101.016006
"ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის N17.19.830 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

 ქალაქ თბილისის მთავრობის     

 დადგენილება  25.17.1199

  2010 წლი 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის 17.19.830 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

„ს აქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 321 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. შეტანილ იქნეს „ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის 17.19.830 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის და ვადების განსაზღვრულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ და დამატებები:

ა) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„51. ქ. თბილისის მერიის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ან/და ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული სხვა იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების ჩამოწერა .

 ქ. თბილისის მერიის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ან/და მერიის მიერ დაფუძნებული სხვა იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების ჩამოწერის პროცესში სააგენტოს წარმომადგენლის მოწვეული სპეციალისტის სახით მონაწილეობა:

ა) თუ ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების რაოდენობა არ აღემატება 100 ერთეულს – 50 ლარი;

ბ) 100 ერთეულზე მეტი ძირითადი საშუალების შემთხვევაში „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ყოველ ერთეულზე ემატება 1 ლარი.”;

ბ) წესის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლით გათვალისწინებული საფასურის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება სააგენტოს მიერ ხელშეკრულების საფუძველზე ორგანიზებული აუქციონის გზით ქ. თბილისის მერიის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ან/და სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირების ქონების სარგებლობის უფლების შემძენ პირებს.”;

ბ) დადგენილების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება ქონების სარგებლობის უფლების აუქციონი, მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ლოტის (სარგებლობის უფლების) საზღაურის (ქირის) ერთი თვის შესაბამისი ოდენობით.”.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი   გ. უგულავა