დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 89- უ.ს.შ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 16/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 24/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240080.30.049.016002 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში („საკანონმდებლო მაცნე“, №15, 17.09.2004) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-13 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კითხვით მიმართოს უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის წევრს, მიიღოს და შეაფასოს პასუხი. შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი ვალდებულია 10 დღის ვადაში უპასუხოს შეკითხვას. შეკითხვის ავტორთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 10 დღით;“.
გ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 141 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
ბათუმი,
2010 წლის 16 სექტემბერი
№89-უ.ს.შ.ს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები