დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 235 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 99, 13/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №235
2010 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №99, მუხლი 849) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:
„რ) სამინისტროს სამდივნო (სამმართველო).“.
2. მე-9 მუხლის:
ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სამინისტროს ადმინისტრაცია – სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; ფინანსური მონიტორინგის გაწევა პრივატიზების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემიდან და სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის პროცესიდან მიღებულ და მისაღებ შემოსავლებზე, სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ურთიერთშედარების განხორციელება მყიდველთან (მოიჯარესთან); სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის, მობილიზაციის რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; მონაწილეობის მიღება საწარმოებსა და ორგანიზაციებში სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნისა და გასესხების ოპერაციებში, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტი-რებაში; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი; სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისათვის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირება და მართვა; საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ნორმატიული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი; საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა დამოძრაობის უზრუნველყოფა; სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებში მონაწილეობა და ატესტაციის შედეგების სათანადოდ ასახვა საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებში; საკადრო რესურსების მართვის (დანიშვნა, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; დარგებში ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფა; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და დემოკრატიზაციის უზრუნველყოფა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტება სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტების, ეკონომიკური რეფორმების პროცესებში; სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო საშუალებებისათვის; სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ საზოგადოების ინფორმირება; მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, მათ შორის, საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;“;
ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) პრივატიზების დეპარტამენტი – წინადადებების მომზადება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივატიზების ფორმებით და დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების (მათ შორის, აქციები და წილები) პრივატიზების შესახებ; წინადადებების მომზადება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის, აქციები და წილები) პრივატიზების ფორმისა და პირობების შესახებ; პოტენციურ შემძენებთან მუშაობა და პრივატიზების ხელშეწყობა; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, მათ შორის, სახელმწიფო ქონების პრივატიზების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პრივატიზების განხორციელების პროცესში; საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების საწესდებო კაპიტალის ცვლილების შესახებ წინადადებათა წარდგენა, მათ ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზების საკითხების განხილვა; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინადადებათა მომზადება სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის სახელმწიფო ქონების პრივატიზების დელეგირების თაობაზე; პრივატიზების რეჟიმში არსებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების რეორგანიზაციის (შერწყმა, ნატურით გაყოფა, გარდაქმნა) ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმისწარმოების გახსნის, მათი ქონების უფლებრივად დატვირთვის, ამ საწარმოთა მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვისა და ახალი საწარმოების შექმნის შესახებ წარდგენილ წინადადებათა განხილვა და მომზადება მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის, მინისტრის სათანადო ნორმატიული აქტით დადგენილი წესის) შესაბამისად; სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებაზე, დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციების გაწევა; მოქალაქეთათვის ზეპირი განმარტებების მიცემა კომპეტენციიდან გამომდინარე;“.
3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის “რ“ ქვეპუნქტი:
„რ) სამინისტროს სამდივნო (სამმართველო) – სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომების, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვის ორგანიზება; მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება; ოქმების წარმოება; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია.“.
4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები, მინისტრის მოადგილის თანაშემწე
მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებსა და თანაშემწეებს, ასევე მინისტრის მოადგილის თანაშემწეს – მინისტრის მოადგილის წარდგინებით. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით, ხოლო მინისტრის მოადგილის თანაშემწე – მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადით. მრჩევლებისა და თანაშემწეების მოვალეობანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 12 აგვისტოდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები