დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25.04.1186 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 23/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 30/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020030.37.101.016005 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/09/2010 - 28/02/2011)
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №25.04.1186
23 სექტემბერი 2010 წელი
ქ. თბილისი
„ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ
„ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის 21 პუნქტის, „ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 231 მუხლის „ ფ“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილია ქ. თბილისის მთელი ტერიტორია, გარდა დანართი 1-ით გათვალისწინებული ტერიტორიებისა.
2. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ იმ ტერიტორიებზე, რომლებ იც არ ჰყვება დანართ 1 რუკაზე, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსება უნდა განხორციელდეს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
3. ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე „ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე, რომლებიც განთავსებულია ამ დადგენილების თანდართული რუკით აკრძალულ ტერიტორიაზე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობით და განსაზღვრული ვადით, ვადის გასვლის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია გააგრძელოს ობიექტის განთავსების ვადა არა უმეტეს 1 (ერთი) წლით.
4. ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ დროებით შენობა-ნაგებობებზე ან/და დანადგარებზე, რომელთა განთავსებაზე შესაბამის სამსახურში (ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური) მიმდინარობს ადმინისტრაციული წარმოება და წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლამდე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული არ არის.
5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ . უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები