დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 721 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 186, 28/12/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.390.000.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №721
2007 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში (სსმ III, №19, 2006 წ., მუხ. 220) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:“;
ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ეს ბრძანებულება ძალაშია 2009 წლის 1 იანვრამდე.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები