„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 09/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 68, 15/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 09/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.014733
  • Word
47/ნ
09/06/2010
სსმ, 68, 15/06/2010
040030000.22.022.014733
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.733

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №47/ნ

2010 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით (სსმ III, 04.06.2008წ., №80, მუხ. 864) დამტიცებულ წესდებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. წესდების მე-3 მუხლის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) უნივერსიტეტში აკადემიური განათლების სამსაფეხურიანი სწავლების ციკლის (ბაკალავრიატი – მაგისტრატურა – დოქტორანტურა), დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის ფარგლებში, ან დამოუკიდებლად არსებული, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, ფორმალური და არაფორმალური სახელობო, კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების, უწყვეტი განათლების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების, ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების, მაღალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელება”.

2. წესდების მე-3 მუხლის „ე” ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) უნივერსიტეტის ინტეგრაცია მსოფლიო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში; საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება.”.

3. წესდების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „თ” პუნქტი:

„თ) თავისი პერსონალის პროფესიული განვითარება”.

4. წესდების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის, დამხმარე სტრუქტურული ერთეულების: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან, დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულებისაგან, აგრეთვე საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო მნიშვნელობის, საგანმანათლებლო-სამეცნიერო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისაგან.”.

5. წესდების მე-9 მუხლის „კ” და „ლ”ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კ) ადგენს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული უმაღლესი და სახელობო განათლების კრედიტების აღიარების წესს;

ლ) ფაკულტეტის საბჭოს ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;”.

6. წესდების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ”, „ქ”, „ღ” ქვეპუნქტები:

ფ) სიითი შემადგენლობის 2/3 იღებს „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას;

ქ) უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების, ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;

ღ) რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შესრულებას აკისრებს უნივერსიტეტის ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრულ ან ასოცირებულ პროფესორს”.

7. წესდების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. აკადემიური საბჭო იკრიბება ორ კვირაში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მიერ”.

8. წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სემესტრში ორჯერ მაინც, სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ”.

9. წესდების 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობენ აგრეთვე ამ დაწესებულების სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისთვის.

2. უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ამ წესდების შესაბამისად.”.

10. წესდების 28-ე მუხლის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს”.

11. წესდების 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

ზ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;”.

12. წესდების 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.”.

ბ) მე-2 პუნქტის ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ფაკულტეტის საბჭო განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს.”.

13. წესდების 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

14. წესდების 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 30. სადისერტაციო საბჭო

1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო.

2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს/ფაკულტეტების საბჭოების, და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის/ერთეულების, ან ფაკულტეტების საბჭოების, ან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.

3. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან. მათ გარდა ფაკულტეტისა და საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოების შემადგენლობაში შესაბამისი სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეული იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირიც.

4. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს და დოქტორის აკადემიურ ხარისხს მეცნიერების დარგებში ანიჭებს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

5. უნივერსიტეტი უფლებამოსილია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გააფორმოს ხელშეკრულება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.”.

15. წესდების 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.“.

16. წესდების 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ის პირი, რომელსაც სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკავია ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამდებობა.”.

17. წესდების 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

18. წესდების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.”.

19. წესდების მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი ზედიზედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 3 კვირის და არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.”.

20. წესდების 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული წესით საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.”.

21. წესდების 46-ე მუხლის ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება.”.

22. წესდების 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

2. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით. აკადემიურმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, ფაკულტეტისათვის ან ფაკულტეტის ცალკეული მიმართულებისათვის.”.

23. წესდების 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

3. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.”.

24. წესდების 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. უნივერსიტეტის 65 წელს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭება ემერიტუსის წოდება, გარდა იმ პირებისა, რომლებიც აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნენ ამ წესდების 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და ამ წესდების 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აგრძელებენ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნას. ამ პირებს ემერიტუსის წოდება მიენიჭებათ აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე ემერიტუსის წოდების მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის რექტორის თანხმობით.”.

25. წესდების 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

21. უნივერსიტეტში ემერიტუსის წოდების მქონე პირის მიერ ამავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადით შეჩერდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება.

22. უნივერსიტეტში ემერიტუსის წოდების მქონე პირს სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში შეუწყდება ემერიტუსის წოდება და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა.”.

26. წესდების 49-ე მუხლის „გ” და „დ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსები) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;”.

დ) 5 წელიწადში ერთხელ პროფესიული განვითარების მიზნით აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს 1 სასწავლო წლის ვადით;“.

27. წესდების 50-ე მუხლის დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ”.

28. წესდების 53-ე მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

4. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.”.

29. წესდების 54-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. უნივერსიტეტის სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტი წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში დიპლომირებული სპეციალისტის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის, ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად.“.

30. წესდების 55-ე მუხლის პირველი პუნქტის “ი” და “კ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;

კ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში.”.

31. წესდების მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 60. განათლების საფეხურები

1.  უნივერსიტეტში აკადემიური უმაღლესი განათლების მიღება შეიძლება ერთსაფეხურიანი, ორსაფეხურიანი და სამსაფეხურიანი სწავლების საფუძველზე.

2. აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურებია:

ა) პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს;

ბ) მეორე საფეხური (მაგისტრატურა) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს (გარდა უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-22 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);     

გ) მესამე საფეხური (დოქტორანტურა) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს.

3. ერთსაფეხურიანი სწავლება უნივერსტიტეტის არის:

ა) დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) სამედიცინო განათლების პროგრამა (სამედიცინო/სტომატოლოგიური და ვეტერინალური განათლება);

გ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასაწავლო წლის განმავლობაში).”.

32. წესდების 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 62. საპატიო დოქტორისა და საპატიო პროფესორის წოდება

აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს ფაკულტეტის წარდგინებით მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი იმ მეცნიერებაში/მეცნიერებებში, რომელსაც ეს ფაკულტეტი წარმოადგენს.”.

2. რექტორის აქტის საფუძველზე შექმნილ მრჩეველთა საბჭოს წევრს რექტორის ბრძანებით ენიჭება უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება.”.

33. წესდების 66-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. უნივერსიტეტის საბიუჯეტო დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, ამ დაწესებულებისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე.”.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი