დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 284 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 124, 28/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.016015 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №284
2010 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 39 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, № 54, მუხლი 462) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ.დ) სახაზინო სამსახურის უფროსის მოადგილეებს, სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მოადგილეებს;“.
2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო ხაზინა მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფო ხაზინაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით, რომელთა დებულებას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.
მუხლი 2
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის მე-2 პუნქტი – 2010 წლის 5 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები