დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 147 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 98, 12/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.014960 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.014.960
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №147
2010 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით (სსმ III, 2004წ., №132, მუხ. 1163) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ახალი მოწმობის გაცემამდე დაკარგული მოწმობის პოვნის შემთხვევაში განცხადების განხილვა წყდება. თუ ახალი მოწმობა შევსებულია, იგი გაუქმდება და განადგურდება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ფოტოსურათები დაუბრუნდება განმცხადებელს.“.
2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:
„22. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პირის რეგისტრაციიდან მოხსნა წარმოებს აგრეთვე საცხოვრისის ახალი მესაკუთრის განცხადების წარდგენისთანავე, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ახალი მესაკუთრე წერილობით მოითხოვს შეძენილ ბინაში (სახლში) რეგისტრირებული პირის (პირების) რეგისტრაციიდან მოხსნას. სააგენტო ვალდებულია პირს, რომლის რეგისტრაციიდან მოხსნას მოითხოვს საცხოვრისის მესაკუთრე, აცნობოს აღნიშნულის შესახებ.“.
3. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პასპორტის გაცემისათვის დაწესებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. (ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირი არ წარადგენს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს).“.
4. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფოტოსურათი და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ან ინფორმაცია, რომელის საშულებითაც შეიძლება დადასტურდეს გადახდა) სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ წარმომადგენლობის დადასტურებისას შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით.“.
5. 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) პასპორტის გაცემისათვის დაწესებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“.
6. 22-ე მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა და მის შესახებ არსებობს შესაბამისი განცხადება-ანკეტა, უფლებამოსილია პასპორტის მისაღებად წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. წარმომადგენლობა უნდა დადასტურდეს ამ ინსტრუქციით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.“.
7. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:
„მუხლი 221. წარმომადგენლობის დადასტურება
1. ამ ინსტრუქციის 22-ე მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმომადგენლობა ასევე შეიძლება დადასტურდეს სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი აქტის შედგენით.
2. სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ წარმომადგენლობის დადასტურებისას წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში მცხოვრებ უცხოელს, რომელიც ფლობს ბინადრობის მოწმობას.
3. სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი წარმომადგენლობას ადასტურებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა ამ უფლებამოსილი პირისა და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით. ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერი ინახება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ვიდეოფაილის სახით.
4. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის პირადობასა ან წარმომადგენლობის დადასტურებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში წარმომადგენლობის დადასტურება არ განხორციელდება.
5. საჭიროების შემთხვევაში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ პასპორტის გასაცემად წარმოდგენილ ფოტოსურათზე, სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებულ ფოტოსურათსა და ელექტრონული კომუნიკაციის ჩანაწერში გამოსახული პირის იდენტურობა შესაძლებელია დადასტურებულ იქნეს წარმომადგენლის მიერ.
6. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის ან მისი წარმომადგენლის ვინაობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პასპორტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.“.
8. 26-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პასპორტის შესაცვლელად განმცხადებელმა შესაბამის ტერიტორიული სამსახურში, უნდა შეავსოს ახალი განცხადება-ანკეტა და წარადგინოს: პირადობის მოწმობა, შესაცვლელი პასპორტი (გამონაკლისია დაკარგვის შემთხვევა), მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და 1 ფერადი ფოტოსურათი 3.5X4.5.“;
ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. სამგზავრო პასპორტის შესაცვლელად განმცხადებელმა შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში, უნდა შეავსოს ახალი განცხადება-ანკეტა და წარადგინოს: ბინადრობის მოწმობა, შესაცვლელი სამგზავრო პასპორტი (გამონაკლისია დაკარგვის შემთხვევა), მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და 2 ფერადი ფოტოსურათი 3.5X4.5).“.
9. დანართი №4-ის ფორმა №1ა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

უკანა მხარე
ს ა მ ს ა ხ უ რ ე ბ რ ი ვ ი ა ღ ნ ი შ ვ ნ ე ბ ი
| 1. განცხადება მიიღო და შევსების სისწორე შეამოწმა: _________________________ ____________________ (ხელმოწერა) (გვარი) განცხადების სარეგისტრაციო ნომერი ______________ რეგისტრაციის თარიღი _________________________
| პასპორტის გაცემისათვის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
|
| 2. აღნიშვნები პასპორტის გაცემის შესახებ: გაფორმდა პასპორტი № __________________________ პასპორტი მივიღე: _______________________________ (მოქალაქის ხელმოწერა) ________________ „____“________________200____ წ. პასპორტი გასცა: ________________________________ (ხელმოწერა, გვარი) 3. პასპორტის გაცემაზე ეთქვა უარი საფუძველი: ___________________________________ ეცნობა: _______________________________________ (ტელეფონით, პირად მიღებაზე) –––––––––––––––––– „–––––”–––––––––––––200 ––– წ. |
სხვა აღნიშვნები:
_____________________________________ (თანამდებობის პირის ხელმოწერა) |
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები