დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 353 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 52, 10/05/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230150070.22.033.014595 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.014.595
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №353
2010 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხლი 2330) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, თუ ისინი საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე ასრულებენ რეგულარულ რეისებს, აგრეთვე ასეთი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებულ მგზავრთა კუთვნილ საქონელზე;“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფიდან“ 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონის (მათ შორის, ტვირთის X-Ray რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის) დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ დანიშნულებით გადაადგილებულ საქონელზე მოწმობა აგრეთვე შესაძლებელია გამოიწეროს სისტემაში დაშვებული პირის მიერ, ამ ინსტრუქციის 81 მუხლით დადგენილი წესით.“.
3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) იმ შემთხვევაში, როცა დანიშნულების საბაჟოში – სასაზღვრო საბაჟო ორგანოში არ არის წარმოდგენილი მოწმობის კონტროლიდან მოხსნის დამადასტურებელი მოწმობის შესაბამისი პირი და მოწმობის კონტროლიდან მოხსნა არ არის დარეგისტრირებული სისტემაში – საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების (წერილობითი დასტური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან; ან/და საბაჟო ორგანოს უფროსის მიერ დამოწმებული ჩანაწერი საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლის/ტერიტორიიდან გასვლის აღრიცხვის ჟურნალში; ან/და საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოდან მიღებული ინფორმაცია ან/და საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაცია) საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) რეგიონული ცენტრის წერილობითი მომართვის შემდგომ შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ხორციელდება მოწმობის კონტროლიდან მოხსნის რეგისტრაცია სისტემაში.“.
4. მე-7 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №106 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში წარდგენას დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილების შემთხვევებში, მოწმობა ივსება აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №1-ით განსაზღვრული „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის ფორმის“ წარდგენის საფუძველზე.“.
5. მე-7 მუხლის 81 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) შეადგინოს აქტი (სადაც აისახება მოწმობის გაუქმების მიზეზი), რომელიც გაუქმებულ მოწმობასთან ერთად სათანადო რეესტრით იგზავნება შემოსავლების სამსახურის რეგიონული ცენტრის მიერ შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში.“.
6. 81 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 81
საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფიდან“ 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონის (მათ შორის, ტვირთის X-Ray რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის) დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ დანიშნულებით საქონლის გადაადგილების შემთხვევაში მოწმობის შევსებასთან დაკავშირებული ზოგადი დებულებები.“.
7. 81 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) შეადგინოს აქტი (სადაც აისახება მოწმობის გაუქმების მიზეზი), რომელიც გაუქმებულ მოწმობასთან ერთად სათანადო რეესტრით იგზავნება შემოსავლების სამსახურის რეგიონული ცენტრის მიერ შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში.“.
8. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 9
მოწმობისა და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების შენახვა
საბაჟო ორგანოს მიერ მოწმობისა და TIR წიგნაკის რეგისტრაცია და კონტროლიდან მოხსნა რეგისტრირდება სპეციალურ რეგისტრაციის ჟურნალში. შემოსვლაზე იწარმოება ცალკე ჟურნალი, ხოლო გასვლაზე – ცალკე. ამ ინსტრუქციის მე-7 და 81 მუხლებით გათვალისწინებული მოწმობა და TIR წიგნაკის ფურცლები (თეთრი და მწვანე) საბაჟო გამშვები პუნქტებიდან (საბაჟო საგუშაგოებიდან), საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილებიდან, სისტემატიზირებული სახით კონტროლზე აყვანიდან და კონტროლიდან მოხსნიდან 7 დღის ვადაში იგზავნება შემოსავლების სამსახურის რეგიონულ ცენტრებში. შემოსავლების სამსახურის რეგიონული ცენტრი უზრუნველყოფს TIR წიგნაკის კონტროლზე აყვანის ეგზემპლარის (თეთრი ფურცლის) გადაგზავნას შემოსავლების სამსახურის იმ რეგიონულ ცენტრში, რომლის სტრუქტურაში შემავალმა საბაჟო ორგანომაც მოახდინა შესაბამისი TIR წიგნაკის გამოყენებით განხორციელებული გადაზიდვის კონტროლიდან მოხსნა. მოწმობაში და სისტემის მონაცემთა ბაზაში ნებისმიერი ცვლილების შეტანისას დგება აქტი, რომელიც შესაბამის მოწმობასთან ერთად იგზავნება შემოსავლების სამსახურის რეგიონულ ცენტრებში.“.
9. მე-11 მუხლის 27-ე პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) იმ შემთხვევაში, როცა გადამზიდველი არ არის რეგისტრირებული საქართველოში გადასახადის გადამხდელად მიეთითება გადამზიდველის დასახელება, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სასაზღვრო საბაჟო ორგანოში რჩება სატრანსპორტო ზედდებულის ასლი მოწმობის პირველ ეგზემპლართან ერთად;“.
10. მე-14 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 14
საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში მდებარე საბაჟო საწყობის დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფიდან“ 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონის (მათ შორის, ტვირთის X-Ray რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის) დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ დანიშნულებით საქონლის გადაადგილების შემთხვევაში მოწმობის გრაფების შევსების წესი“;
ბ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. გრაფა 27 “დანიშნულების ადგილი“ – გადაადგილების მიმართულების შესაბამისად, გრაფაში ეთითება: საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში მდებარე ან საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფიდან“ 12 კილომეტრის რადიუსში მდებარე საბაჟო საწყობის ხუთნიშნა ციფრული კოდი დანიშნულების ადგილის კლასიფიკატორის მიხედვით, რომელიც მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ცხადდება საჯაროდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო ტვირთის X-Ray რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის) დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში დამატებით მიეთითება „S3“. საზღვაო ნავსადგურის მიმართულებით გადაადგილების შემთხვევაში გრაფაში მიეთითება საზღვაო ნავსადგურის ციფრული კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 13-ის – „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო საწყობების, (ღია ან დახურული), საქონლის დროებითი დასაწყობების, უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა და შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორის“ მიხედვით, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ მიმართულებით გადაადგილების შემთხვევაში – მიეთითება საბაჟო ორგანოს კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 2-ის – „საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილების კლასიფიკატორის“ მიხედვით.“;
გ) 27-ე პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) იმ შემთხვევაში, როცა გადამზიდველი არ არის რეგისტრირებული საქართველოში გადასახადის გადამხდელად მიეთითება გადამზიდველის დასახელება, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სასაზღვრო საბაჟო ორგანოში რჩება სატრანსპორტო ზედდებულის ასლი მოწმობის პირველ ეგზემპლართან ერთად;“.
11. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 16
მოწმობის გამომწერი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ გამოცხადების თარიღში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია, არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა (ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისი სვლით გადაადგილების ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის შემთხვევაში – არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა), რეაგირებისათვის გადაეცემა შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.“.
12. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები