დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 352 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 52, 10/05/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230020020.22.033.014594 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.014.594
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №352
2010 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
„საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2328) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, საქონლისა ან/და სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონაში შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.“.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3
საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში და დროებითი დასაწყობება
1. საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.
2. საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა ან/და მესაკუთრემ) ან საწყობის მფლობელმა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით დამტკიცებული “საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“ დანართი №1 (შემდგომში – დროებითი შენახვის განაცხადი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ ვადაში დადგენილი წესით ხორციელდება საბაჟო რეჟიმში საქონლის დეკლარირება.
3. საბაჟო კონტროლის ზონიდან (დროებითი დასაწყობების ადგილიდან) საქონლის გატანა ხორციელდება:
ა) საქონლის წარდგენიდან საბაჟო რეჟიმში დეკლარირებამდე პერიოდში საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში – დროებითი შენახვის განაცხადის დადგენილი წესით კონტროლზე აყვანისა და კონტროლიდან მოხსნის შემდეგ;
ბ) სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოს დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში;
გ) სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის ან საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციით შეცვლის შემთხვევაში.“.
3. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეკლარაცია წარდგენილ უნდა იქნეს საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა ან საქონლის დროებითი დასაწყობებიდან (დროებითი შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელია დადგენილ ვადაში (საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა ან საქონლის დროებითი დასაწყობებიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და არ იქნება გადახდილი შესაბამისი გადასახდელები, ან საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი 3 სამუშაო დღის ვადაში (დროებითი დასაწყობების შემთხვევის გარდა) არ იქნება გატანილი საბაჟო კონტროლის ზონიდან, მაშინ საბაჟო ორგანო წერილობით აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს ამ პუნქტში აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დეკლარაციის ბათილად ცნობის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განკარგვას.“.
4. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება იმ საბაჟო ორგანოების გავლით, რომელიც განსაზღვრულია „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №107 ბრძანებით.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები