„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 712
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 25/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 184, 26/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.08.002.004
  • Word
712
25/12/2007
სსმ, 184, 26/12/2007
010.240.070.08.002.004
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №712

2007 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №88, მუხ. 1166) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 161  პუნქტი:

„161 . სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სახელმწიფო საბინაო ფონდიდან დროებით სარგებლობაში სამსახურებრივი დანიშნულებით ეძლევათ ბინები, რომლის განაწილების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, საბინაო ფართობით უზრუნველყოფის შემდეგი ნორმების გათვალისწინებით:

ა) პოლკოვნიკები

(I რანგის კაპიტნები) და გენერლები

ოჯახის თითოეულ წევრზე 9-10 კვ.მ

შენიშვნა: დამატებით ერთი ოთახი ან 20 კვ.მ საცხ. ფართობი

ბ) ოფიცერთა და კაპრალ სერჟანტთა შემადგენლობა

ოჯახის თითოეულ წევრზე 9-12 კვ.მ.“;

ბ) ბრძანებულების მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. პირადი განცხადების საფუძველზე ან ზღვრული ასაკის გამო დათხოვნილ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, რომელსაც ნამსახური აქვს არანაკლებ 10 წელი და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სასაზღვრო პოლიციის წინაშე, სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით მიეცემა ერთჯერადი კომპენსაცია თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“;

გ) ბრძანებულების 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. ამ ბრძანებულების მე-18 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი