დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ქ. თბილისში 2002 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 711 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 25/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 184, 26/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.610.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №711
2007 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ქ. თბილისში 2002 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. თბილისში 2002 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ოქმი „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმის ხელმოწერის შესახებ;
ბ) შეატყობინოს სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები