დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და ტყეების დაცვის, აღდგენა-განახლების მთელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 იანვრის №6 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 707 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 183, 25/12/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390.050.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №707
2007 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და ტყეების დაცვის, აღდგენა-განახლების მთელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 იანვრის №6 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და ტყეების დაცვის, აღდგენა-განახლების მთელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 იანვრის №6 ბრძანებულებით (სსმ III, 2000 წ., №5, მუხ. 44) დამტკიცებულ საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის წესის შესახებ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი:
„31. ამ დებულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული აკრძალვები არ ვრცელდება, აუცილებლობის შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის საწვავი შეშით უზრუნველყოფის მიზნით აკაციის პლანტაციებში ჩასატარებელ ჭრებზე.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები