დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 24 მარტის №162 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 98, 12/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.014958 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.014.958
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №66/ნ
2010 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
„უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 24 მარტის №162 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 24 მარტის №162 ბრძანებით (სსმ III, 26.03.2009 წ. №37 მუხ.423) დამტკიცებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის გაცემის წესის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
,,31. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტი წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებას დიპლომის გაცემის მომენტში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებით ეს რეკვიზიტი შეიძლება იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ის სახელწოდება, რაც მას ერქვა სტუდენტის მიერ სწავლის პერიოდში ან სტუდენტისათვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში.”
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები