დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 705 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 182, 24/12/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.040.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №705
2007 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1997წ., კრებული №6, გვ. 13) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14.
სამინისტროს მოსამსახურეს, რომელსაც სამსახურებრივი გადაადგილება უწევს რომელიმე სხვა ქალაქში, რაიონში ან დასახლებულ პუნქტში, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან და ბინის დაქირავებასთან, ან სხვა გამონაკლის შემთხვევაში, ბინის დაქირავებისას, ოჯახის თითოეულ წევრზე (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები) მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის სამართლებრივი აქტით ეძლევა ყოველთვიური კომპენსაცია კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.“;
ბ) დებულების მე-17 მუხლის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, ხოლო უფროს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“;
გ) დებულების 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34.
ყოფილი თანამშრომლის შს ორგანოებში ხელახლა მიღებისას, იგი შს სამინისტროს კადრებში ჩაირიცხება იმ წოდებით, რომელიც ჰქონდა დათხოვნამდე. იმ შემთხვევაში, თუ მან ორგანოებიდან დათხოვნამდე იმსახურა ამ წოდებით დადგენილი ვადა, ამასთან მისანიჭებელი წოდება დაკავებული თანამდებობის ზღვრულ წოდებას არ აღემატება, მაშინ იგი შეიძლება ჩაირიცხოს შს სამინისტროს კადრებში იმ წოდებაზე ერთი საფეხურით მეტის მინიჭებით, რომელიც ჰქონდა დათხოვნამდე (უარყოფითი მოტივის გარდა). შს სამინისტროს კადრებში ჩარიცხვა წარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.“;
დ) დებულების 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37.
სპეციალური წოდების ჩამორთმევა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. სპეციალურ წოდებაში ჩამოქვეითება ერთი საფეხურით უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს. მათვე შეუძლიათ წოდების აღდგენა, ოღონდ, სულ ცოტა, ერთი წლის გასვლის შემდეგ. მინისტრის მიერ წოდებაჩამოქვეითებულ მოსამსახურეს წოდებას აღუდგენს მხოლოდ მინისტრი. ჩამოქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში არ შედის.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
ნ. ბურჯანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები