„საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 349
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 52, 10/05/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.014591
  • Word
349
05/05/2010
სსმ, 52, 10/05/2010
230210000.22.033.014591
„საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.591

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №349

2010 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2324) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება იმ საბაჟო ორგანოების გავლით, რომელიც განსაზღვრულია „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №107 ბრძანებით.“.

2. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განუსაზღვრელ ადგილებში დაიშვება საქონლის შემომტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიულ საბაჟო ორგანოში და ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე სასაზღვრო პოლიციას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი