დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 470 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 05/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 80, 06/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №470
2010 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ,,საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ 2010 წლის 17 ივნისს ქ. ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) შეატყობინოს ევროპის კავშირს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ;
ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები