დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 31/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 04/06/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.11.004.014699 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.11.004.014.699
საქართველოს ეროვნული ბანკის
საბჭოს დადგენილება №4
2010 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
მუხლი 1.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ აპარატსა და მის დაწესებულებებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის 1995 წლის 25 მაისის №24 დადგენილება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რესპუბლიკაში კომერციული ბანკების საქმიანობის ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის 1995 წლის 27 იანვრის №10 დადგენილება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის 1995 წლის 22 მაისის №23 დადგენილება.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის 1994 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილება.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რწმუნებული ბანკების მიერ რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის სავალუტო ანგარიშების/ანაბრების გახსნისა და მათი წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის 1994 წლის 2 ნოემბრის №36 დადგენილება.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იურიდიული პირების სავალუტო ამონაგები სახსრების ნაწილის საქართველოს ეროვნული ბანკისათვის სავალდებულო მიყიდვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის 1994 წლის 5 ოქტომბრის №31 დადგენილება.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქადაგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები