დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 453 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 04/06/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.014713 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.713
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №453
2010 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებით (სსმ III, 03.08.2005წ., №106, მუხ.1188) დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ექსპერტიზა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ რეგისტრაციაგაუქმებული ან/და სამართალსუბიექტის მიერ გაუქმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების იდენტურობის დადგენა სააგენტოსთან (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო)) შეთანხმებულ ნიმუშთან;
ბ) უტილიზაცია – სააგენტოს მიერ რეგისტრაციაგაუქმებული ან/და სამართალსუბიექტის მიერ გაუქმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების განადგურება ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით სააგენტოს მიერ;“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები