დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №186 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 451 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 04/06/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.014711 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.711
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №451
2010 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
„საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №186 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №186 ბრძანებით (სსმ III, 10.03.2006წ., №32, მუხ. 373) დამტკიცებული „საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესები და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სსა-ის დაზიანების ისეთი შემთხვევისას, როდესაც დაზიანების აღმოფხვრა მოითხოვს სსა-ის გახსნას, რაც გამოიწვევს საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქის დაზიანებას, გადამხდელი ვალდებულია წერილობით, ელექტრონული ფორმით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით (საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის შეტყობინება სატელეფონო კომუნიკაციებით; ფაქსით) მიმართოს საგადასახადო ორგანოს. გადასახადის გადამხდელის (ტმც-ის ან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირის) მიერ საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული თვითწებადი ლუქის მთლიანად მოხსნა დაუშვებელია. ლუქის დაზიანება უნდა მოხდეს მისი სსა-ის კორპუსის ელემენტების შეერთების ადგილზე გაჭრის გზით ისე, რომ არ დაზიანდეს ლუქის ნომერი. დაზიანების აღმოფხვრის შემდეგ, ობიექტზე მისი ექსპლუატაციის დაწყებამდე, უნდა მოხდეს საგადა-სახადო ორგანოს მიერ სსა-ის დალუქვა დადგენილი წესების შესაბამისად.“.
2. ეს ბრძანება ამოქმდდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები