„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 443
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 04/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230150070.22.033.014696
  • Word
443
02/06/2010
სსმ, 63, 04/06/2010
230150070.22.033.014696
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.014.696

საქართველოს ფინანსთა

 მინისტრის ბრძანება №443

2010 წლის 2 ივნისი

 ქ. თბილისი

„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ.,  №172, მუხლი 2330) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მოწმობის გამოწერა – საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა – ASYCUDA-ს (შემდგომში – სისტემა) მეშვეობით ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ელექტრონულად შევსებული, საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ დარეგისტრირებული ელექტრონული ფორმატის მოწმობის ქაღალდზე ამობეჭდვა. საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფიდან“ 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონის (მათ შორის ტვირთის X-Ray რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის) დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში მოწმობის გამოწერად აგრეთვე ჩაითვლება სისტემაში დაშვებული პირის მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით შევსებული და ქაღალდზე ამობეჭდილი მოწმობის საბაჟო ორგანოში წარდგენა და ამავე საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ ამ მოწმობის დარეგისტრირება;“.

2. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, თუ ისინი საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე ასრულებენ რეგულარულ რეისებს და ამ სატრანსპორტო საშუალებებით არ გადაადგილდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი;“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით, საბაჟო გამშვები პუნქტ „სარფიდან“ 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონის (მათ შორის ტვირთის X-Ray რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის) დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ დანიშნულებით გადაადგილებულ საქონელზე მოწმობა აგრეთვე შესაძლებელია გამოიწეროს სისტემაში დაშვებული პირის მიერ, ამ ინსტრუქციის 81 მუხლით დადგენილი წესით.“.

4. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამგზავნი საბაჟო ორგანო საქონლის საავტომობილო ტრანსპორტით (მ.შ. მისაბმელით) შემოტანისას (მათ შორის, საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში გადაადგილებისას) ახორციელებს აღნიშნული საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე მისაბმელის, კონტეინერის დამატებით სავალდებულო დალუქვას ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ კონტროლის გაძლიერების მიზნით. იმ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მისაბმელზე, კონტეინერზე დადებული ლუქი უზრუნველყოფს საქონლის ხელშეუხებლობას ან დამატებითი დალუქვის შედეგად შესაძლებელია არსებითად გაუარესდეს უკვე დადებული ლუქის ხარისხი ან მდგომარეობა, დამატებითი დალუქვა არ ხორციელდება. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში მოწმობაში მიეთითება უკვე დადებული ლუქის რეკვიზიტები ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.“.

5. 81 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 81. განსაკუთრებულ შემთხვევებში მოწმობის შევსების წესი“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით, საბაჟო გამშვები პუნქტ „სარფიდან“ 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონის (მათ შორის, ტვირთის X-Ray რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის) დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ დანიშნულებით საქონლის გადაადგილების, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე საბაჟო საწყობიდან საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილის დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში მოწმობა ივსება ამ მუხლით დადგენილი წესით.“.

6. 81 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მოწმობა ივსება სისტემის მეშვეობით ელექტრონულად საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ საბაჟო ორგანოში ან სისტემაში დაშვებული პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს საქონლის გადამზიდველს. სისტემაში დაშვებულ პირს უფლება აქვს, წინასწარ ელექტრონულად შეავსოს მოწმობა. პირის სისტემაში დაშვება ხორციელდება „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული „საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული წესით.“.

7. 81 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე 2 ან მეტი საბაჟო საწყობიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილის დანიშნულებით, საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში დასაშვებიაერთი მოწმობის გამოწერა.“.

 8. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) არასრული დახურვის მეშვეობით, როცა ხდება საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში ან პირიქით (გარდა იმ საქონლისა, რომლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საზღვაო ტრანსპორტის საშუალებით), საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფიდან“ 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონის (მათ შორის, ტვირთის X-Ray რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის) დანიშნულებით საქონლის გადაადგილება და მოწმობას ენიჭება დახურვის ნომერი „R“. მოწმობაში მითითებული საქონლის მთლიან რაოდენობაზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმსაზღვრელი სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ან მოწმობის საბაჟო ორგანოში რეგისტრაციისას, საბაჟო ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია ელექტრონულად დახუროს მოწმობა;“.

9. მე-14 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14. განსაკუთრებულ შემთხვევებში მოწმობის გრაფების შევსების წესი“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გრაფა 4 – გრაფაში მიეთითება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან გასატანი, ან გადაადგილებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების განზრახვის, ან სავარაუდოდ გამოსაყენებელი საბაჟო პროცედურის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით საზღვაო ნავსადგურიდან საქონლის გადაადგილების შემთხვევაში – „03“;

ბ) საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით საქონლის გადაადგილების შემთხვევაში – „13“.“;

გ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. გრაფა 27 „დანიშნულების ადგილი“ – გადაადგილების მიმართულების შესაბამისად, გრაფაში ეთითება: საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში მდებარე ან საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფიდან“ 12 კილომეტრის რადიუსში მდებარე საბაჟო საწყობის ხუთნიშნა ციფრული კოდი დანიშნულების ადგილის კლასიფიკატორის მიხედვით, რომელიც მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ცხადდება საჯაროდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო ტვირთის X-Ray რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში დამატებით მიეთითება „S3“. საზღვაო ნავსადგურის მიმართულებით გადაადგილების შემთხვევაში გრაფაში მიეთითება საზღვაო ნავსადგურის ციფრული კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 13-ის – „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო საწყობების (ღია ან დახურული), საქონლის დროებითი დასაწყობების, უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა და შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორის“ მიხედვით, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილის მიმართულებით გადაადგილების შემთხვევა-ში – მიეთითება საბაჟო ორგანოს კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 2-ის – „საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილების კლასიფიკატორის“ მიხედვით.“.

10. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 მუხლი:

     „მუხლი 18. საბაჟო კონტროლის სპეციალური საშუალება

საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ამსახველი ელექტრონული ფორმატის სურათის ელექტრონულ მოწმობაში სავალდებულო ასახვის მიზნით, გამგზავნ ან დანიშნულების საბაჟო ორგანოში ტვირთის X-Ray რენტგენული ინსპექტირების სისტემების ან სხვა ელექტრონული სისტემების დანერგვა და გამოყენება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ საბაჟო ორგანოში. ტვირთის X-Ray რენტგენული ინსპექტირების სისტემების ან სხვა ელექტრონული სისტემების მეშვეობით პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ამ სისტემების მეშვეობით მიღებული სურათის ელექტრონულ მოწმობაში ასახვის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  კ. ბაინდურაშვილი