დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 442 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 04/06/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200220010.22.033.014695 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.014.695
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №442
2010 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2008 წ., №187, მუხ. 2015) დამტკიცებულ „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილე (შემდგომში – თანამშრომლობის მონაწილე) – დაწესებულება, საქართველოს საწარმო, ორგანიზაცია, რომელსაც მინიჭებული აქვს ამ ინსტრუქციით დადგენილი გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის უფლება, აგრეთვე პირი, რომელიც სარგებლობს ამ ინსტრუქციის IV თავით დადგენილი გამარტივებული საბაჟო პროცედურებით;“.
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსს ავტომატურად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე, მხოლოდ ამ ინსტრუქციის IV თავით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობისათვის, იძენს:
ა) ფიზიკური პირი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 3000 ლარამდე ღირებულების კვების პროდუქტების (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) ან/და ამავე მუხლის „ლ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებისას;
ბ) ფიზიკური პირი საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებისას;
გ) პირი (გარდა ფიზიკური პირისა) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებისას.“.
3. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV. გამარტივებული საბაჟო პროცედურები იმ პირთათვის, რომლებიც ავტომატურად იძენენ თანამშრომლობის მონაწილის სტატუსს“.
4. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16.
ამ თავით დადგენილი გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის უფლება აქვს:
ა) ფიზიკურ პირს:
ა.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 3000 ლარამდე ღირებულების კვების პროდუქტების (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) ან/და ამავე მუხლის „ლ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებისას;
ა.ბ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებისას;
ბ) პირს (გარდა ფიზიკური პირისა) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებისას.“.
5. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ ინსტრუქციის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის დეკლარირება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №23-ით გათვალისწინებული სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ით, ამავე ბრძანების დანართი №22-ით გათვალისწინებული „სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები