„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 681
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 11/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 175, 11/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.08.002.004
  • Word
681
11/12/2007
სსმ, 175, 11/12/2007
010.110.000.08.002.004
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №681

2007 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

�ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, �ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №131, მუხ. 1421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტის �ბ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:�����������

�ბ) საკუთრების უფლების მოწმობის ფორმა (დანართი №2, დანართი №3).�;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის �გ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�გ) მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი � ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ მიწის ნაკვეთის 1994 წლის 31 დეკემბრამდე ფლობის ფაქტს, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში 0,30 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ამ კანონის ამოქმედებამდე ფლობის ფაქტს, �საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ� საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი;�;

გ) ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის �ე� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ე) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი � ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი;�;

დ) ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის �თ� ქვეპუნქტი:

�თ) დაინტერესებული პირი � �ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრული დაინტერესებული პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე.�;

ე) ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის �დ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�დ) დაინტერესებული პირის ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო თუ დაინტერესებული პირი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლეა, დამატებით სავარაუდო მემკვიდრეობის ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.�;

ვ) ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს �ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ� საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს, კომისია განცხადების განხილვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ აღიარების თაობაზე.�;

ზ) ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი, რომელთა საფუძველზეც საკუთრების უფლებააღიარებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. თუ დაინტერესებულ პირს წარმოადგენს სავარაუდო მემკვიდრე, საკუთრების უფლების მოწმობა გაიცემა დანართი №3-ით გათვალისწინებული ფორმით.�;

თ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №3:

�დანართი №3

მცირე სახელმწიფო გერბი

საკუთრების უფლების მოწმობა №

(ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს დასახელება)

ეძლევა ---------------------------------------------------------------------------------------------------------

(დაინტერესებულ პირს/პირებს)

მასზე, რომ -----------------------------------------------------------------------------------------------------

(მესაკუთრე/მესაკუთრეები)

საკუთრების უფლებით ეკუთვნის:

------------------------------------------------------------ მიწის ნაკვეთი, ფართობით: ------------ კვ.მ/ჰა

სასოფლო-სამეურნეო/არასასოფლო-სამეურნეო

და შენობა/ნაგებობა, ფართობით:--------------------------------------------------------------------- კვ.მ,

�შენობა-ნაგებობის ოდენობა და მათი ფართობი

რომელიც მდებარეობს:

------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ადგილმდებარეობა/მისამართი)

 

მოწმობა შედგენილია 2 ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა დაინტერესებულ პირს, მეორე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში. მოწმობა ძალაშია დამოწმებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.

გაცემულია 200 წლის ------------- ---------------

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა /-----------------/ /------------------/�.

������������������������������������������������������ ���� ხელმოწერა������� სახელი, გვარი

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი