ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

  • Word
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 02/06/2010
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 04/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 010220020.15.008.014709
  • Word
45/2010
02/06/2010
სსმ, 63, 04/06/2010
010220020.15.008.014709
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.014.709

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №45/2010

2010 წლის 2 ივნისი

 ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრა­ლური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

 საარჩევნო სუბიექტები, რომელთა მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2010 წლის 30 მაისის არჩევნების განმეორებით კენჭისყრაში, განმეორებით კენჭისყრის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, ხოლო საარჩევნო სუბიექტები, რომლებმაც, წინასწარი მონაცემებით, მიიღეს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა, განმეორებითი კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-8 დღისა ცესკოს დამატებით წარუდგენენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 48-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

    მუხლი 2.

 საარჩევნო სუბიექტებისთვის, რომელთა მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2010 წლის 30 მაისის არჩევნების განმეორებით კენჭისყრაში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 48-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო კამპანიის ფონდის დახურვის 20-დღიანი ვადა აითვლება საარჩევნო ოლქში გამართული განმეორებითი კენჭისყრის შედეგების შეჯამებიდან.

    მუხლი 3. 

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღები­დან 2 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 4.

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე          . ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                     . მჭედლიძე