„სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 636
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 12/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.014963
  • Word
636
06/08/2010
სსმ, 98, 12/08/2010
200250000.22.033.014963
„სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.014.963

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 636

2010 წლის 6 აგვისტო

 ქ. თბილისი

„სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებით (სსმ III, 17.02.2005 წ. №18, მუხ. 172) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. ინსტრუქციას დაემატოს მე-7 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. განსხვავებული ფორმის სასაქონლო ზედნადების გამოწერის და გამოყენების წესი

1. ამ ინსტრუქციის დანართი №1-ით გათვალისწინებული ზედნადების გარდა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს განსხვავებული სასაქონლო ზედნადები (დანართი№4).

2. განსხვავებული ზედნადების შევსების წესი, ეგზემპლარების რაოდენობა და გამოყენების წესი განისაზღვრება განხორციელებული ოპერაციის შინაარსის (მიწოდება, გადაზიდვა, დისტრიბუცია) მიხედვით.

3. საქონლის მიწოდების შემთხვევაში – განსხვავებული ზედნადები ივსება საქონლის მიწოდებისთანავე სამ ეგზემპლარად. პირველი პირი გადაეცემა საქონლის მყიდველს (ტვირთის მიმღებს) და თან ერთვის საქონელს, მეორე რჩება საქონლის გამყიდველს (ტვირთის გამგზავნს), ხოლო მესამე პირს იტოვებს ტვირთის გადამზიდველი. სასაქონლო ზედნადების შევსების თარიღი (სტრიქონი №2) ემთხვევა საქონლის მიწოდების თარიღს. განსხვავებულ ზედნადებში საქონლის გამყიდველის მიერ ასევე შეიტანება:

ა) პირველ სტრიქონზე – ზედნადების ნომერი;

ბ) მე-2 სტრიქონზე – ზედნადების გამოწერის თარიღი (რიცხვი, თვე (სიტყვიერად), წელი);

გ) მე-3 სტრიქონზე – საქონლის გამყიდველი (ტვირთის გამგზავნი) პირის დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი (9-ნიშნა ნომრის შემთხვევაში _ პირველ ორ უჯრაში „X” სიმბოლო), ან პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად;

დ) მე-4 სტრიქონზე – საქონლის მყიდველი (ტვირთის მიმღები) პირის დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი (9-ნიშნა ნომრის შემთხვევაში _ პირველ ორ უჯრაში „X” სიმბოლო), ან პირადი ნომერი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად;

ე) მე-5 სტრიქონზე – მიწოდება” ოპერაციის ამსახველ უჯრაში _ „X” სიმბოლო;

ვ) მე-6 სტრიქონზე – ტრანსპორტირების დაწყების ადგილი (მისამართი);

ზ) მე-7 სტრიქონზე – ტრანსპორტირების დასრულების ადგილი (მისამართი);

თ) მე-8 სტრიქონზე – საქონლის მიწოდების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალებების მარკა, ნომერი;

ი) მე-9 სტრიქონზე – სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად;

კ) ცხრილში – პირველიდან მე-5 სვეტის ჩათვლით – მიწოდებული საქონლის დასახელება, ზომის ერთეული, რაოდენობა, ერთეულის ფასი (დღგ-ს გადამხდელისათვის დღგ-ის, ხოლო აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით), თანხა;

ლ) ცხრილში (რომელიც ივსება მხოლოდ დისტრიბუციის წესით მიწოდებისას) – მე-6, მე-7, მე-8, მე-9 სვეტები არ ივსება;

მ) მე-10 სტრიქონზე – სიტყვიერად ფიქსირდება თანხა სულ;

ნ) მე-11 და მე-12 სტრიქონებზე – საქონლის გამყიდველის (ტვირთის გამგზავნის) ან გაყიდვაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის მითითებით და ხელმოწერით დასტურდება საქონლის მიწოდების ფაქტი, რაც ასევე დამოწმდება შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში);

ო) მე-13 და მე-14 სტრიქონებზე – საქონლის მყიდველის (ტვირთის მიმღების) ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის მითითებით და ხელმოწერით დასტურდება საქონლის ადგილზე მიტანის და საქონლის მყიდველისათვის (ტვირთის მიმღებისათვის) ჩაბარების ფაქტი, რაც ასევე დამოწმდება შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში);

პ) მე-15 სტრიქონზე – საქონლის ადგილზე მიტანის (ჩაბარების) თარიღი (რიცხვი, თვე (სიტყვიერად), წელი).

4. მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ან პირის ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს (ფილიალებს, საამქროებს, უბნებს, მეურნეობებს და ა.შ.) შორის საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში – განსხვავებული ზედნადები ივსება სამ ეგზემპლარად საქონლის გადაზიდვის დაწყებისთანავე. პირველი პირი გადაეცემა საქონლის მიმღებს და თან ერთვის საქონელს, მეორე რჩება საქონლის გამგზავნს, ხოლო მესამე პირს იტოვებს ტვირთის გადამზიდველი. განსხვავებული ზედნადების შევსების თარიღი (მე-2 სტრიქონი) ემთხვევა ტვირთის გაგზავნის დაწყების თარიღს (თვე აღინიშნება სიტყვიერად). განსხვავებულ ზედნადებში ტვირთის გამგზავნის მიერ მე-5 სტრიქონზე – “გადაზიდვა” ოპერაციის ამსახველ უჯრაში აღინიშნება „X” სიმბოლო, მე-4 სტრიქონი არ ივსება, ხოლო დანარჩენი მონაცემები შეიტანება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

5. დისტრიბუციის წესით მიწოდებისას – დისტრიბუტორისათვის სარეალიზაციოდ გადაცემული საქონლის რაოდენობა და სხვა პარამეტრები ფიქსირდება ოპერაციის განხორციელების დღით დათარიღებულ განსხვავებული ზედნადების (დანართი №4) ფორმაში, რომელშიც საქონლის გამყიდველი (ტვირთის გამგზავნი):

ა) ავსებს პირველ, მე-2, მე-3, მე-5 (“დისტრიბუცია” ოპერაციის ამსახველ უჯრაში – აღინიშნება „X” სიმბოლო), მე-6, მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 სტრიქონებს, ჩანაწერი დამოწმდება შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში);

ბ) პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 სვეტებში შეიტანს სარეალიზაციოდ გადაცემული საქონლის დასახელებას, ზომის ერთეულს, რაოდენობას, ერთეულის ფასს (დღგ-ს გადამხდელისათვის დღგ-ის, ხოლო აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით), თანხას;

გ) მე-10 სტრიქონზე – ჩაწერს თანხას სულ (სიტყვიერად).

6. დისტრიბუტორს, საქონელთან და განსხვავებული ზედნადების პირველ ეგზემპლართან ერთად რომელიც ამავდროულად წარმოადგენს საქონლის ტრანსპორტირების დოკუმენტს, გადაეცემა ასევე საქონლის გამყიდველის მიერ არასრულად, ორ ეგზემპლარად შევსებული განსხვავებული ზედნადები (შემდგომში – არასრულად შევსებული განსხვავებული ზედნადები), რომლებშიც საქონლის გამყიდველი ავსებს მხოლოდ პირველ, მე-2, მე-3, მე-5 (“დისტრიბუცია” ოპერაციის ამსახველ უჯრაში – „X” სიმბოლო), მე-6, მე-11 და მე-12 სტრიქონებს, ჩანაწერი დამოწმდება შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში). არასრულად შევსებული განსხვავებული ზედნადების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი საქონლის მყიდველი ეყოლება დისტრიბუტორის განკარგულებაში გადაცემულ საქონელს. მათი ბოლომდე შევსება ხდება დისტრიბუტორის მიერ შემდეგი წესით:

ა) ნებისმიერი რაოდენობით საქონლის კონკრეტული საქონლის მყიდველისათვის (ტვირთის მიმღებისათვის) ან მიღებაზე უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებისას, შეივსება მე-4 და მე-7 სტრიქონები, ასევე პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 სვეტები, რომლებშიც, სხვა მონაცემებთან ერთად დაფიქსირდება:

ა.ა) დრო, ერთი და იმავე საქონლის მყიდველისათვის საქონლის დღეში ერთზე მეტად გადაცემის შემთხვევაში;

ა.ბ) ზედნადების ნომერი (მე-9 სვეტი), რომელიც საქონელთან ერთად საქონლის გამყიდველმა გადასცა დისტრიბუტორს და რომლის საფუძველზეც მოხდა საქონლის მყიდველისათვის (ტვირთის მიმღებისათვის) ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირისათვის საქონლის ჩაბარება;

ა.გ) საქონლის გადაცემის (ჩაბარების) ფაქტი დასტურდება საქონლის მყიდველის (ტვირთის მიმღების) ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის და დისტრიბუტორის ხელმოწერებით;

ბ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში აღნიშნულის პარალელურად, დისტრიბუტორი, სარეალიზაციოდ მისთვის გადაცემული საქონლის შესახებ განსხვავებული ზედნადების რომელიც ამავდროულად წარმოადგენს საქონლის ტრანსპორტირების დოკუმენტს პირველ ეგზემპლარში არსებული ჩანაწერის შემდეგ აფიქსირებს – არასრულად შევსებულ განსხვავებულ ზედნადებში ჩაწერილ იდენტურ მონაცემებს, კონკრეტულ საქონლის მყიდველზე გადაცემული საქონლის შესახებ. ამ შემთხვევაშიც დაფიქსირდება საქონლის მყიდველის (ტვირთის მიმღების) ან უფლებამოსილი და დისტრიბუტორის ხელმოწერები საქონლის გადაცემის (ჩაბარების) ფაქტთან დაკავშირებით, გადაცემული საქონლის ყველა მაჩვენებელის აღნიშვნით განსხვავებული ზედნადების ფორმაში, რომლის მე-9 სვეტში (საქონლის გადაცემის საფუძველი) ჩაიწერება არასრულად შევსებული განსხვავებული ზედნადების ნომერი;

გ) შესაძლებელია, მყიდველისათვის ერთი კალენდარული თვის განმავლობაში საქონლის მრავალჯერ მიწოდების შემთხვევაში (მათ შორის არაერთგვაროვანი საქონლის, ან/და მიღებაზე უფლებამოსილი სხვადასხვა პირის ან ჩაბარებაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა დისტრიბუტორის შემთხვევებშიც) ერთი არასრულად შევსებული განსხვავებული ზედნადების გამოყენება, რომლის დროსაც ამ ზედნადების ორივე ეგზემპლარს შესაძლებელია იტოვებდეს საქონლის მყიდველი (ტვირთის მიმღები) მანამდე (მაგრამ არაუგვიანეს ოპერაცი(ებ)ის განხორციელების თვის ბოლო დღისა), სანამ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება განხორციელებული მიწოდების თაობაზე მონაცემების განსხვავებულ ზედნადებში შეტანის დასრულებაზე, რა დროსაც არასრულად შევსებული განსხვავებული ზედნადების მე-10 სტრიქონზე ჩაიწერება (ასევე სიტყვიერად) მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა, საქონლის მყიდველისათვის ჩაბარება დასტურდება მე-13 და მე-14 სტრიქონებზე მყიდველის ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, თანამდებობის, სახელისა და გვარის მითითებით, დამოწმდება შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში), ხოლო მე-15 სტრიქონზე ჩაიწერება ბოლო ჩანაწერების განხორციელების თარიღი;

დ) დასაშვებია საქონლის სხვადასხვა მიზეზით გამყიდველისათვის დაბრუნების ფაქტის ასახვა არასრულად შევსებულ განსხვავებულ ზედნადებში, რა დროსაც საქონლის უკან დაბრუნება, დისტრიბუტორის (ამ შემთხვევაში მე-7 სვეტში „მიიღო”) და საქონლის მყიდველის (ტვირთის მიმღების) ან მიღებაზე უფლებამოსილი პირის (ამ შემთხვევაში მე-8 სვეტში „ჩააბარა”) ხელმოწერებთან ერთად, არასრულად შევსებულ განსხვავებულ ზედნადებში სათანადო ჩანაწერით ფიქსირდება დაბრუნებული საქონლის დასახელება, ზომის ერთეული, რაოდენობა, ფასი, თანხა, თარიღი, ხოლო მე-9 სვეტში იწერება „უკან დაბრუნება”. ამასთანავე დისტრიბუტორი, მის ხელთ არსებული განსხვავებული ზედნადების პირველ ეგზემპლარში შეიტანს არასრულად შევსებულ განსხვავებულ ზედნადებში შეტანილის მსგავს მონაცემებს, კონკრეტული საქონლის მყიდველისაგან უკან დაბრუნებული საქონლის შესახებ. საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი დასტურდება დისტრიბუტორის (სვეტი „მიიღო”) და მყიდველის (სვეტი „ჩააბარა”) ხელმოწერებით.

7. საქონლის გამყიდველი (ტვირთის გამგზავნი), განსხვავებული ზედნადებების, როგორც პირველადი საგადასახადო დოკუმენტების აღრიცხვას აწარმოებს საქართველოში მოქმედი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

8. საქონლის ასორტიმენტის მრავალსახეობის დროს ან სხვა მიზეზით, როდესაც საკმარისი არ არის ერთი განსხვავებული ზედნადები, გამოიყენება ამ ზედნადების დანართი (დანართი №5). დანართი №5-ის პირველ სტრიქონზე ჩაიწერება იმ განსხვავებული ზედნადების ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. დანართი ივსება განსხვავებულ ზედნადებთან ერთად. საქონელზე ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს არის გათვალისწინებული აღნიშნული ზედნადების ფორმაში. იგი დამოწმდება საქონლის მყიდველის ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის დაფიქსირებით, ხელმოწერით, ასევე შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში).

9. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის გამყიდველი არ არის გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს განსხვავებული სასაქონლო ზედნადები, რომელშიც მონაცემები შეიტანება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.”.

2. ინსტრუქციას დაემატოს დანართი №4 თანდართული ფორმით.

3. ინსტრუქციას დაემატოს დანართი №5 თანდართული ფორმით.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი