„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)“ პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №297 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 524
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 05/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 200110040.22.033.014803
  • Word
524
30/06/2010
სსმ, 79, 05/07/2010
200110040.22.033.014803
„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)“ პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №297 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.040.22.033.014.803

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №524

2010 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)“ პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №297 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)“ პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №297 ბრძანებით (სსმ III, 07.04.06, №48, მუხლი 612) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-10 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  საქონლის, მომსახურების ან პირადი ნივთების (მათ შორის, პირადი ავტომობილების) იმპორტისას, სულ მცირე ათი სამუშაო დღით ადრე განმახორციელებელი ერთეულის წინადადების საფუძველზე MCG-მ წერილობით უნდა მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) და წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) განმახორციელებლის დასახელება და მისამართი;

ბ) იმ პროექტის მოკლე მიმოხილვა, რომლის ფარგლებშიც ხდება საქონლის იმპორტი;

გ) საიმპორტო საქონლის მოცულობა, ღირებულება და ჩამონათვალი;

დ) ტვირთის თანმხლები დოკუმენტაცია, როგორიცაა ინვოისის და კონოსამენტის (სასაქონლო ზედდებული) ან ავიაზედდებულის ასლი.“;

ბ) მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში შემოსავლების სამსახური წერილობით აცნობებს MCG-ს პროგრამის ფარგლებში იმპორტზე თანხმობის ან უარის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახური არ გასცემს პასუხს აღნიშნულ ვადაში, მაშინ ეს ჩაითვლება თანხმობად და განხორციელდება იმპორტი საბაჟო გადასახდელების (გადასახადები და მოსაკრებლები) გადახდევინების გარეშე. უარის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება MCG-ს. წერილში მითითებული უნდა იყოს უარის თქმის მიზეზი.

6. წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან და პროექტის განმახორციელებელთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შემოსავლების სამსახური მიმართავს MCG-ის.

7. შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი უცხო ენაზე შესრულებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ქართულად ნათარგმნი და თარგმნის სისწორე ნოტარიალურად დამოწმებული განმახორციელებლის მიერ.“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი