,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 671
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 04/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 173, 06/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.004
  • Word
671
04/12/2007
სსმ, 173, 06/12/2007
140.010.000.08.002.004
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №671

2007 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქა­ლაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერია­ლური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზი­დენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანე­ბულებაში (სსმ III, 2005 წ., №151, მუხ. 1671) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს მოსამსახურეს ეძლევა ყოველ­თვიური ფულადი სარგო – ხელფასი (თანამდე­ბობ­რივი სარგო და წოდებრივი სარგო), ნამსახური წლებისათვის ხელფასზე (ყოველთვიურ ფულად სარ­გოზე) ყო­ველ­თვიური დანამატი, საჭიროების შემ­თხვევაში, დადგენილი ნორმით სასურსათო ულუფა, კანონმდებლობით დადგენილი სხვა დანამატები, კომპენ­საციები და ფორმის ტანსაცმელი.“;

ბ) მე-9 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ქ. თბილისში:

 

 

ოჯახის გარეშე

370 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

240 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

180 ლარი

ბ) სხვა ქალაქებში:

 

 

ოჯახის გარეშე

240 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

160 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

120 ლარი

გ) სხვა დასახლებულ პუნქტებში:

 

 

ოჯახის გარეშე

160 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

100 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

80 ლარი.“;

გ) ბრძანებულების მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელიც სამსა­ხურს გადის სხვა უწყებაში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრება სამინისტროში დაკავებული თანამდე­ბობის თანამდებობრივი სარგოს არანაკლები ოდენობით. მოსამსახურეს წოდებრივი სარგოთი, წელთა ნამსახუ­რობის პროცენტული დანამატით, მინისტრის მიერ დაწესებული სპეციალური დანამატებით, დათხოვნასთან დაკავშირებული ერთდროული (გასასვლელი) დახმარე­ბით (სამინისტროში შესაბამისი თანამდებობისათვის დად­გენილი ფულადი სარგოს გათვალისწინებით) და ფორ­­მის ტანსაცმლით, აგრეთვე, საჭიროების შემ­თხვე­ვაში, თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობით უზრუნველყოფს სამინისტრო (თუ სხვა რამ არ არის დად­გენილი), ხოლო თანამდებობრივი სარგოთი და სხვა დანამატებით – შესაბამისი უწყება.“;

დ) ბრძანებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-20 პუნქტი;

ე) ბრძანებულების 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­­დეგი რედაქციით:

,,26. ბრძანებულების მე-11 და მე-12 პუნქტები ამოქ­­მედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.“;

ვ) ბრძანებულების 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„27. ეს ბრძანებულება არ ვრცელდება საქარ­თველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესე­ბუ­­ლე­ბებზე. სამინისტროს მმართველობის სფეროში არ­სებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ამ ბრძანებულებით განსაზღვრული ნორმები ვრცელდება მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე და განხორ­ციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პი­რების ხარჯებით.“;

ზ) ბრძანებულების №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

კვებით უზრუნველყოფის ნორმების ღირებულების საორიენტაციო მაჩვენებლები

ნორმა

საორიენტაციო ღირებულება თვეში (ლარობით)

 შენიშვნა

1.

ნორმა 1

137,0

 

2.

ნორმა 2

175,0

 

3.

ნორმა 3

195,4

 

4.

ნორმა 4

 

 

-

იჯრა 1

15,0

 

-

იჯრა 2

130,0

 

-

იჯრა 3

159,0

 

5.

ნორმა 5

151,0

 

6.

ნორმა 6

59,0

 

7.

ნორმა 7

125

სპეციფიკის გათვალისწინებით

8.

ნორმა 8

70.“.

 

2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი