„სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №251 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 152
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 04/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 29/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
152
02/06/2010
სსმ, 63, 04/06/2010
000000000.00(0).000.000000
„სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №251 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №152

2010 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

„სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №251 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სადაზ­ღვე­ვო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონე­ბის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №251 დად­გე­ნი­­ლებით (სსმ III, 2009 წელი, №159, მუხლი 1945) დამტკი­­ცებულ წესსა და პირობებში შე­ტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­­­­ლე­ბები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამო­ყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

ბ) მოსარგებლე – სახელმწიფო ორგანო ან/და ადგი­ლობ­რივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც დაზ­ღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თა­ვის სარ­გებ­ლობაში არსებულ მოძრავ ქონებას საკუთრებაში გა­დას­ცემს მზღვეველს მის მიერ ამ ქონების ღირებულების ან­ა­ზ­ღა­ურების ან დაზიანებული ქონების იდენტური დაუზიანებელი ქო­ნე­ბის გადაცემის შემდეგ;.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           „მუხლი 3. ქონების გადაცემის წესი

1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ­მო­სარ­გებლე ქო­ნე­ბას, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დად­გო­მის შედეგად და­ზი­ანდა, გადასცემს მზღვეველს საკუთრებაში:

ა) მის მიერ ქონების ანაზღაურების დროისათვის ამ ქო­ნე­ბის იდ­ენ­­ტური დაუზიანებელი ქონების ღირე-ბულების ან­აზ­ღა­ურების შემდეგ, ამ წე­სის შესაბამისად და დაზღვევის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული პირობებით;

ან/და

ბ) დაზიანებული ქონების იდენტური დაუზიანებელი ქო­ნე­ბის მიღების შემ­დეგ, თუ სადაზღვევო ანაზღაურება ქონების მიმ­წოდებელთან გა­და­ირიცხება.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქონების მზღვე­ველისათვის გადაცემა ხდება მზღვეველსა და მოსარ­გებ­ლეს შორის გაფორმებული შესაბამისი ქონე­ბის მიღება-ჩაბა­რე­ბის აქტით.

3. მოსარგებლის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქ­ტზე ხელს აწ­ერს დაზღვევის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ან ­მოსარ­გებ­ლის მიერ უფლებამოსილი თანამ­დე­ბო­ბის პირი, ხო­ლო მზღ­ვ­ე­ველის მხრიდან – შესაბამისი უფ­ლე­ბა­მოსილი წარ­მომა­დ­გენელი.

4. მზღვეველი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ქო­ნე­ბის ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებს თანხის მო­სარ­გებლის მიერ მითითებულ ანგარიშზე (მათ შო­რის – კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირის ანგარიშზე, თუ ად­გილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათ­ვალის­წი­ნე­ბულ შემთხვევას) ჩა­რიც­ხ­ვით.    

5. მოსარგებლე ვალდებულია, ქონების მზღვე­ვე­ლისათვის გადაცემის თაობაზე, გადაცემიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ინ­ფორ­მაცია წარუდგინოს საქართველოს ეკო­ნო­მიკუ­რი გან­ვითა­რების სამინისტროს ან იმ ორგანოს, რომლის­ა­გა­ნაც სარ­გებ­ლო­ბაში მიღებული აქვს ეს ქონება კანონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილი წესით..

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური