საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბინადრობის (დროებითი და მუდმივი) ელექტრონული მოწმობის მახასიათებლების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბინადრობის (დროებითი და მუდმივი) ელექტრონული მოწმობის მახასიათებლების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 05/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 14/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.014831
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
126
05/07/2010
სსმ, 79, 05/07/2010
010130000.22.027.014831
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბინადრობის (დროებითი და მუდმივი) ელექტრონული მოწმობის მახასიათებლების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/07/2010 - 23/08/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.014.831

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №126

2010 წლის 5 ივლისი

. თბილისი

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბინადრობის (დროებითი და მუდმივი) ელექტრონული მოწმობის მახასიათებლების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბინადრობის (დროებითი და მუდმივი) ელექტრონული მოწმობის მახასიათებლები.

2. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირსსამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბინადრობის (დროებითი და მუდმივი) ელექტრონული მოწმობის დამზადებისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილესსამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარეს . ვაშაძეს.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ადეიშვილი

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბინადრობის (დროებითი და მუდმივი) ელექტრონული მოწმობის მახასიათებლები

    მუხლი 1

საქართველოს მოქალაქის პირადობის/ბინადრობის (დროებითი და მუდმივი) ელექტრონული მოწმობა (შემდგომშიელექტრონული მოწმობა) უნდა დამზადდეს პოლიკარბონატისაგან.

    მუხლი 2

ელექტრონული ბლანკის ზომები უნდა იყოს ID–1 ფორმატის, ISO/IEC 7810 სტანდარტის შესაბისი. ელექტრონული ბლანკის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 0.9 მმ-. ელექტრონული ბლანკის მახასიათებელები მაღალი ხარისხის კარგი რუხი მასშტაბური ფერების მიღებისა და ლაზერული გრავირების საშუალებას უნდა იძლეოდეს. ელექტრონული ბლანკები უნდა შეიცავდეს უსაფრთხოების შემდეგ მახასიათებლებს:

) პირველი შრეადამიანის თვალისთვის ამოსაცნობი უსაფრთხოების მახასიათებლები:

.) სკანერით, ბეჭდვით ან კოპირებით გაყალბებისგან დამცავი გილიოშური (Guilloche) ფონი;

.) ფერადი ბეჭდვა/ Rainbow printing;

.) ჰოლოგრამა;

.) ჰოლოგრამა კინემატიკური ეფექტებით;

.) OVI (ოპტიკური ცვლადი მელანი) – 2 ელემენტი;

.) OVD (ოპტიკური ცვლადი აპარატი) – 2 ელემენტი;

.) რელიეფური გრავირება;

) მეორე შრეპორტაბელური აპარატით ამოსაცნობი უსაფრთხოების ფარული მახასიათებლები:

.) განზრახ შეცდომით შედგენილი მიკროტექსტი;

.) ულტრაიისფერი ხილული ან უხილავი მელნის ელემენტი.

) მესამე შრეღრმად დაფარული უსაფრთხოების მახასიათებელი, სპეციალური ჰოლოგრამა, რომლის ამოცნობაც შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ლაბორატორიული კვლევის ჩატარების გზით.

    მუხლი 3

ISAO-doc part 3 vol.1-ის თანახმად, ელექტრონულ მოწმობას უნდა ჰქონდეს MRZ.

    მუხლი 4

ელექტრონულ მოწმობას გააჩნია ორი მიკროსქემა (ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი) – კონტაქტური და უკონტაქტო.

    მუხლი 5

1. მიკროსქემა წარმოადგენს მოწყობილობასინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს:

2. კონტაქტური მიკროსქემის მინიმალური მოთხოვნებია:

) ISO/IEC 7816-ის შესაბამისად კონტაქტური მიკროსქემა უნდა შეიცავდეს პროცესორს და კოპროცესორს, მეხსიერებას, კონტაქტურ ინტერფეისს. EEPROM მეხსიერება არ უნდა იყოს 64კბ-ზე ნაკლები, უნდა გაუძლოს არანაკლებ 5X105 პროგრამულ ციკლს და 10-წლიან მუშაობას. კონტაქტური მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს როგორც T=0 ისე T=1 ტრანსმისიის პროტოკოლს. კონტაქტური მიკროსქემა უნდა შეიცავდეს მინიმუმ ერთ კრიპტო კოპროცესორს და აგრეთვე უნდა შეიცავდეს PKI კოპროცესორს (RSA,ECC);

) კონტაქტური მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგ ალგორითმებს:

.) RSA – კოდირება და დეკოდირება, ხელმოწერის შექმნა და დამოწმება;

.) RSA- გასაღების გენერაცია 4კბ-მდე გასაღების სიგრძით (უნდა შეიცავდეს 1024, 2048 და 4096);

.) 3DES;

.) ECC კოდის შექმნა, ხელმოწერის შექმნა და დამოწმება.

) კონტაქტურ მიკროსქემას უნდა ჰქონდეს არანაკლებ EAL 5+ სერტიფიკატი ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად.

3. უკონტაქტო მიკროსქემის მინიმალური მოთხოვნები:

) ISO/IEC 14443 თანახმად, RF ანტენიანი უკონტაქტო მიკროსქემა უნდა შეიცავდეს პროცესორს და სულ ცოტა 1 კრიპტოპროცესორს, მეხსიერებას, უნიკალურ უცვლელ იდენტიფიკატორს (UID) და უკონ-ტაქტო ინტერფეისს, რომლის მოქმედების მანძილია 10 სმ-მდე და სიხშირე 13.56 MHZ. უკონტაქტო მიკროსქემა მულტიპროგრამული უნდა იყოს: მას უნდა გააჩნდეს მინიმუმ 15 პროგრამისა და თითო პროგ-რამაში მინიმუმ 15 ფაილის შემცველობის შესაძლებლობა. პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს პროგრამების კატალოგი და მისი იდენტიფიკატორები;

) უკონტაქტო მიკროსქემა უნდა იყენებდეს კონფიგურირებად სიმეტრიულ გასაღებს პროგრამასთან დაშვების კონტროლისთვის. იგი სხვადასხვა გასაღების გამოყენებით უნდა იძლეოდეს დაშვების საშუალებას სხვადასხვა უფლებაზე (კითხვა, წერა);

) უკონტაქტო მიკროსქემა უნდა იძლეოდეს UID-ზე დაყრდნობით თითოეული ელექტრონული მოწმობისთვის დივერსიფიცირებული გასაღების გამოყენების საშუალებას;

) უკონტაქტო მიკროსქემას უნდა შეეძლოს კომუნიკაცია მონაცემთა სწრაფი გადატანით მინიმუმ 424კბიტ/წმ;

) EEPROM მეხსიერება უნდა იყოს არანაკლებ 8კბ, გაუძლოს არანაკლებ 5X105 პროგრამულ ციკლს და 10-წლიან მუშაობას;

) უკონტაქტო მიკროსქემას უნდა ჰქონდეს არანაკლებ EAL 4+ სერტიფიკატი ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად;

) უკონტაქტო მიკროსქემას უნდა შეეძლოს იდენტიფიკაციისა და დაშიფვრის გამოყენება მონაცემთა გადასაცემად, 3DES და AES ალგორითმების გამოყენებით;

თ) უკონტაქტო მიკროსქემა უნდა იყენებდეს ანტიკოლიზიურ მექანიზმს. იგი დაცული უნდა იყოს ელექ-ტროსტატიკური დამუხტვით დაზიანებისგან.