„საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 თებერვლის №47 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word
„საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 თებერვლის №47 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 664
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 171, 03/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.08.002.004
  • Word
664
30/11/2007
სსმ, 171, 03/12/2007
010.320.030.08.002.004
„საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 თებერვლის №47 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №664

2007 წლის 30 ნოემბერი ქ. თბილისი

„საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 თებერვლის 47 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 თებერვლის 47 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., 14, მუხ. 128) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკლასო ჩინის მინიჭება ან ჩამორთმევა ხდება მოხელის მიერ ატესტაციის გავლის შედეგების მიხედვით, გარდა იმ მოხელეებისა, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.“;

ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. მოხელეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და რომლებიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არ ექვემდებარებიან ატესტაციას, საკლასო ჩინი მიენიჭებათ ატესტაციის გავლის გარეშე. საკლასო ჩინის მინიჭების საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი, აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევის (დანიშვნის) უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს (თანამდებობის პირის) წარდგინებით. იმ მთავარი საჯარო თანამდებობის მოხელეთათვის, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, საკლასო ჩინის მინიჭების საკითხზე საქართველოს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი