"თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 16 დეკემბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 16 დეკემბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი 22/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 29/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.160.016005
  • Word
22
22/09/2010
სსმ, 31, 29/09/2010
190020020.35.160.016005
"თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 16 დეკემბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №22

2010 წლის 22 სექტემბერი

ქ. რუსთავი

 „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 16 დეკემბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2

დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი ხარჯების ნაწილში 27 925.06 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №1, 2, 4).“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2) დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საქონელი და მომსახურების მუხლი 7 017.63 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №4).“.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების მუხლი 372.48 ათ. ლარის ოდენობით;“.

 „თ) დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების მუხლი 2 146.41 ათ. ლარის ოდენობით.“.

4. მე-3 მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4)     დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიების მუხლი 3 242.90 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №4);“;

„5) დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური უზრუნველყოფის მუხლი 2 966.52 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №4).“;

 „7) დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი 8 406.54 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №4).“.

5. მე-4 მუხლის 1-ლი, მე-8 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1) დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების ხარჯი 4 328.24 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №5);“;

„8) დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დასვენება, კულტურა და რელიგიის ხარჯი 2 802.27 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №5).“;

„10) დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური დაცვის ხარჯი 2 415.80 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №5).“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   კ. გურგენიძე