„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 47/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 01/07/2010
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 78, 02/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 06/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.014830
  • Word
47/2010
01/07/2010
სსმ, 78, 02/07/2010
010190030.15.008.014830
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.15.008.014.830

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია  

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №47/2010

2010 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ №49/2004 დადგენილებაში (სსმ III, 06.07.2004 წ., №67) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატებები:

ა) რეგლამენტის მე-8 მუხლის 1.6 პუნქტს დაემატოს შედეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ადმინისტრაციულ საკითხთა სამმართველო“;

ბ) რეგლამენტის მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 212 პუნქტი:

„212. ახორციელებს ცესკოს ადმინისტრაციული შენობის ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას, ტექნიკური და სამეუურნეო საქმიანობის ზედამხედველობას.“;

გ) რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ახორციელებს საარჩევნო კომისიის ტექნიკური ბაზის, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ორგანიზებასა და საამისოდ აუცილებელი საშუალებებით უზრუნველყოფას“.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                   ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                         გ. მჭედლიძე