აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

  • Word
აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 60/10
დოკუმენტის მიმღები ინტერტრანსსერვისი
მიღების თარიღი 22/09/2010
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 24/09/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
60/10
22/09/2010
სსმ, 72, 24/09/2010
აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
ინტერტრანსსერვისი

განცხადება

სს ინტერტრანსსერვის-საზღვაო ვაჭრობის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

 გაცნობებთ, რომ 2010 წლის 19 ოქტომბერს, 12 საათზე, ქ. ფოთში,ავით აღმაშენებლის ქ. №52-ში დანიშნულია სს ,,ინტერტრანსსერვისი-საზღვაო ვაჭრობის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1. 2009 წლის სამეურნეო საქმიანობის შედეგი;

2. აქციონერების: ფენია მეგრელიშვილის, იაკობ მეგრელიშვილისა და ლიანა პაპისმედოვას მოთხოვნისა და სამოქალაქო №2/49 და №2/51 საქმეებზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებების საფუძველზე, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-13-18 პუნქტების შესაბამისად, 2010 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კომპანიის გაყოფით რეორგანიზაცია;

3. აქციონერების მზიანა დავითაიას, კახაბერ, ლალი და ნიკოლოზ ცხვედიანების მოთხოვნის შესაბამისად, კომპანიის გაყოფით რეორგანიზაცია;

4. კომპანიის აუდიტორის არჩევა.

  სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორები რეკომენდაციას უწევენ, რომ აქციონერებმა მხარი დაუჭირონ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხების დადებითად გადაწყვეტას; 

  დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექტორთან;

 დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოსაგან როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით და გამოთქვან თავიანთი აზრი. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა 2010 წლის 8 ოქტომბრამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი, ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად;

 საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისათვის – 2010 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით. ამ ფაქტის შემოწმება აქციონერებს შეუძლიათ სს „ინტერტრანსსერვისი- საზღვაო ვაჭრობის” აქციათა რეესტრის მწარმოებელთან, შპს „კაპიტალ-რეგისტრში” კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №55; ტელ: 8(22) 23-03-84;

აქციონერი კრების მუშაობაში მონაწილეობს პირადობის მოწმობისა და კრებაზე წარმოდგენილი აქციათა რეესტრის მონაცემების საფუძველზე. დასაშვებია წარმომადგენლობა წერილობითი მინდობილობის საფუძველზე.

სს „ინტერტრანსსერვისი-საზღვაო ვაჭრობის“

დირექტორი ლ. პაპისმედოვა