„საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 630
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 12/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.014949
  • Word
630
06/08/2010
სსმ, 98, 12/08/2010
230210000.22.033.014949
„საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.949

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 630

2010 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში (სსმ III, 10.01.2008წ., №3, მუხ. 46) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანებით დამტკიცებული “საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-17 მუხლს დემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ მუხლის პირველი–მე-6 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში დეკლარირებულ საქონელზე, რომლის დათვალიერებაც ხორციელდება სკანირებით ან ვიზუალური დათვალიერებით.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის დათვალიერების უწყებისა და საქონლის დათვალიერების აქტის რეგისტრაციის ჟურნალი“ (დანართი №4) ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

კ. ბაინდურაშვილი