„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 62, 01/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320030.22.038.014683
  • Word
83
27/05/2010
სსმ, 62, 01/06/2010
010320030.22.038.014683
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.038.014.683

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა

მინისტრის ბრძანება №83

2010 წლის 27 მაისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის 272 ბრძანებით (სსმ III, 07. 07. 2009 წ., 84, მუხ. 897) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროში, სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და მის დაქვემდებარებაში არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, აგრეთვე პრობაციის ეროვნულ სააგენტოში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოსამსახურეებს პირველად, მორიგ უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს (მათ შორის, სპეციალურ ან სამხედრო წოდებასთან გათანაბრებულ წოდებებს), აგრეთვე, ვადამდელ საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეებს პირველად და მორიგ უმცროს სპეციალურ წოდებას ანიჭებს შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს უმცროსი სპეციალური წოდების მქონე თანამდებობაზე დანიშვნისას სპეციალური წოდება ენიჭებათ მათთვის სამხედრო სამსახურში მინიჭებული წოდების შესაბამისად, ხოლო ამ უკანასკნელის არქონის შემთხვევაში მიენიჭებათ პირველადი სპეციალური წოდება „იუსტიციის რიგითი“.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ბრძანების პროექტებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოსამსახურეთათვის უფროსი სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე თან ერთვის დანართი №1-ით გათვალისწინებული სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება შესაბამისი ხელმოწერებით, ხოლო საშუალო სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე – დანართი №8-ით გათვალისწინებული სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება შესაბამისი ხელმოწერებით;“;

ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოსამსახურეების უფროს სპეციალურ წოდებათა მინიჭებისათვის უშუალო უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკადრო უზრუნველყოფის განყოფილება ავსებს სპეციალურ წარდგინებას (დანართი №1) და წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე უგზავნის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს;“.

3. დანართი №2-ის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული წოდებები“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მთავარი სპეციალისტი და სპეციალისტი – იუსტიციის კაპიტანი.“.

4. დანართი №3-ის:

ა) „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის“ მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. უფროსი სპეციალისტი – მაიორი;“;

ბ) „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საბადრაგო სამსახურის“ მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კანცელარიის უფროსი – მაიორი;“.

5. დანართი №4-ის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კანცელარიის უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;“.

6. დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი 8:

    დანართი №8

თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეცწოდება ––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების

საკითხთა მინისტრის 200 ––– წ. „–––––“ „––––––––––––“

 „–––––––––“ ბრძანების შესაბამისად

წარდგინება

სპეცწოდების ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მისანიჭებლად

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(დაკავებული თანამდებობა)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაბადების წელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

განათლება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

  ( როდის და რომელი სასწავლო დაწესებულება დაამთავრა)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მინიჭებული წოდება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნილია ––––––––––––––––––––––––––––––––––

სამედიცინო კომისიის „––––––––“ „–––––––––––––––––––––––––“

სამსახურისათვის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(დასკვნა ფორმულირება)

ვადამდე წოდების მინიჭების საფუძველი ––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

     ნამსახურობის ნუსხა

როდემდე (თვე და წელი)

თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის

პირველი მოადგილე: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკადრო უზრუნველყოფის

განყოფილების უფროსი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––“

მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ. კალმახელიძე