დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 12 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 517 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 77, 01/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.014796 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.796
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №517
2010 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
„იმ კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 12 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „იმ კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 12 თებერვლის №87 ბრძანებით (სსმ III, 16.02.2010 წ., №18 მუხ. 211) დამტკიცებულ კრიტერიუმებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტო ამოწმებს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის კრიტერიუმებთან შესაბამისობას და დადებითი შეფასების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შექმნილ წამახალისებელ გათამაშებასთან და ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოს (შემდგომში –საბჭო) საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
3. საბჭოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების (თანხმობის) მიღების შემთხვევაში, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველ პირს უფლება ეძლევა მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მისაღებად.
4. საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მიცემის შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირი ვალდებულია სააგენტოს გადაუხადოს მომსახურების საფასური – 10 000 ლარი.“.
2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თამაშობის ზოგადი წესის კრიტერიუმების მე-3 მუხლთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სააგენტო მიმართავს საბჭოს, რაზეც წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველ პირს ეცნობება წერილობით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები