დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1109 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შესატანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 62, 01/06/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.014689 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.689
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №43/ნ
2010 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1109 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შესატანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1109 ბრძანებით (სსმ III, 28.11.2007 წ., №168, მუხ. 1864) დამკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უნივერსიტეტის ძირითადი საქმიანობაა საუნივერსიტეტო უმაღლესი განათლების – ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების, სამეცნიერო კვლევების განხორციელება და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება. ამასთან ერთად, უნივერსიტეტი ახორციელებს სამეცნიერო-პედაგოგიური კადრებისა და სხვა პერსონალის მომზადებას, გადამზადებას და პროფესიულ განვითარებას.“.
2. წესდების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. წარმომადგენლობით საბჭოში, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეყვანილ იქნეს პირი, რომელსაც უნივერსიტეტმა მიანიჭა კვალიფიკაცია.“.
3. წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს საბჭოს უფლებამოსილების გასვლამდე ერთი თვით ადრე აცხადებს წარმომადგენლობითი საბჭო, არჩევნების ჩატარების და დამთავრების დღეს განსაზღვრავს წარმომადგენლობითი საბჭო.
წარმომადგენლობითი საბჭო აირჩევა ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობით საფუძველზე საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების გზით სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად.“.
4. წესდების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტებს ირჩევენ ფაკულტეტების სტუდენტები, სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით დადგენილი წესით, რომლებიც რეგისტრირებული არიან ფაკულტეტის სტუდენტების ამომრჩეველთა სიებში.“.
5. წესდების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია. საარჩევნო კომისიის შემადგენლობას ქმნის და მის რაოდენობას განსაზღვრავს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო. კომისიის წევრთა რაოდენობა არის კენტი. საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 3 და არა უმეტეს 9 წევრისაგან. კომისიის ერთი წევრი არის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი.“.
6. წესდების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51და 52 პუნქტები:
„51. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე მისი შემადგენლობიდან კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის წევრთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
52. კომისიის მდივანი აირჩევა საარჩევნო კომისიის შემადგენლობიდან კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის მდივანი თავმჯდომარის დავალებით ადგენს დღის წესრიგს და სხდომის ოქმებს, რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს, ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებაუფლებამოსილებებს.“.
7. წესდების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაში გატარებაზე უარი გაასაჩივროს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
8. წესდების მე-5 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. წარმომადგენლობით საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პრესონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.“.
9. წესდების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს სპიკერის მოთხოვნით, ან საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მიერ.“.
10. წესდების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
11. წესდების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ა1“ ქვეპუნქტი:
“ა1) უფლებამოსილების ვადის გასვლა;“.
12. წესდების მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკადემიური საბჭოს არჩევნებს აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე აცხადებს აკადემიური საბჭო. არჩევნების ჩატარების და დამთავრების დღეს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო. აკადემიური საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წევრებს და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს;“.
13. წესდების მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 , 12 და 13 პუნქტები:
„11. აკადემიურ საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს საარჩევნო კომისია. საარჩევნო კომისიის შემადგენლობას ქმნის და მის შემადგენლობას განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. კომისიის წევრთა რაოდენობა არის კენტი. საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 3 და არა უმეტეს 9 წევრისაგან.
12. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე მისი შემადგენლობიდან კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
13. კომისიის მდივანი აირჩევა საარჩევნო კომისიის შემადგენლობიდან კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის მდივანი თავმჯდომარის დავალებით ადგენს დღის წესრიგს და სხდომის ოქმებს, რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს, ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
14. წესდების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაში გატარებაზე უარი გაასაჩივროს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
15. წესდების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. აკადემიური საბჭოს წევრს არა აქვს უფლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.“.
16. წესდების მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს“.
17. წესდების მე-13 მუხლს დაემატოს „ი1“ ქვეპუნქტი
„ი1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისათვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;“.
18. წესდების მე-13 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ადგენს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული უმაღლესი და სახელობო განათლების კრედიტების აღიარების წესს.“.
19. წესდების მე-13 მუხლს დაემატოს „ნ1“ ქვეპუნქტი:
„ნ1) სიითი შემადგენლობის ორი მესამედით იღებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.“.
20. წესდების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ და „ც“ ქვეპუნქტები:
„ჩ) აკადემიური საბჭო უფლებამოსილია რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ კენჭისყრაში არ მონაწილეობს. ამ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
ც) აკადემიური საბჭო რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შესრულებას აკისრებს ამავე ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრულ ან ასოცირებულ პროფესორს.“.
21. წესდების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აკადემიური საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების 1/3-ის მიერ.“.
22. წესდების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
23. წესდების მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა, არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში. არჩევნების დღეს ადგენს აკადემიური საბჭო.“.
24. წესდების მე-18 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
25. წესდების მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კანდიდატმა რეგისტრაციაში გასატარებლად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი, სრული პროფესორის თანამდებობის დამადასტურებელი საბუთი და სამოქმედო გეგმა.“.
26. წესდების მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კანდიდატთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს საარჩევნო კომისია, რომელსაც ქმნის და მის შემადგენლობას და რაოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო. კომისიის წევრთა რაოდენობა არის კენტი. საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 3 და არა უმეტეს 9 წევრისაგან. აკადემიურმა საბჭომ შეიძლება რექტორის თანამდებობის კანდიდატთათვის წამოაყენოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“.
27. წესდების მე-18 მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
28. წესდების მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რექტორის ვადამდე გათავისუფლების საფუძველია წესდების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები, 65 წლის ასაკის მიღწევა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.“.
29. წესდების 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ორგანიზებას უწევს სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხარისხის შეფასებას და მისი შედეგების საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლების ხარისხის ამაღლების, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით და ამზადებს უნივერსიტეტის ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციისათვის;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებთან თანამშრომლობით, შეიმუშავებს ინსტრუქციებსა და დებულებებს სასწავლო, სამეცნიერო და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების სფეროში“.
30. წესდების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ზრუნავს სასწავლო გეგმების, საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასა და ოპტიმიზაციაზე, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, მათ გამჭვირვალებასა და მონიტორინგის ქმედითობაზე;
დ) ხელს უწყობს ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას.“.
31. წესდების 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სწავლების სამივე საფეხურზე სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეცილობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. ფაკულტეტის საქმინობის წესი განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესდებითა და ფაკულტეტის დებულებით.“.
32. წესდების 29-ე მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს.“;.
33. წესდების 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ , „გ2“, „გ3“ ქვეპუნქტები:
„გ1) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.“;
გ2) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;
გ3) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ კენჭისყრაში არ მონაწილეობს. ამ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.“.
34. წესდების 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი ზედიზედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკუტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არა ნაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არა ნაკლებ 3 კვირის და არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.“.
35. წესდების 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რდაქციით:
„მუხლი 33. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კველვითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ამ წესდებით და ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.“.
36. წესდების 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
3. ფაკულტეტის დეკანი ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია სადისერტაციო საბჭოს წევრად სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მოიწვიოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.“.
37. წესდების 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. კონკურსი ჩატარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არა ნაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.“.
38. წესდების 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები.
დ) 5 წელიწადში ერთხელ პროფესიული განვითარების მიზნით აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს 1 სასწავლო წლის ვადით“.
39. წესდების 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოს შესახებ.“.
40. წესდების 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 44. მასწავლებლის გათავისუფლების საფუძვლები
მასწავლებლის უფლებამოსილება წყდება ამ წესდების 42-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით, იმის გათვალისწინებით, რომ მას არ ენიჭება ემერიტუსის წოდება“.
41. წესდების 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) აირჩიონ საგანმანათლებლო პროგრამა“.
42. წესდების 48-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით;“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები