დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 652 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 168, 28/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.090.000.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №652
2007 წლის 23 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №113, მუხ. 1251) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციას, ახორციელებს საქმისწარმოების ორგანიზებას, საკომენდანტო საქმიანობას გაერთიანებული შტაბის ტერიტორიაზე და ადმინისტრაციულ შენობაში, გაერთიანებული შტაბის საფინანსო და სანივთე უზრუნველყოფას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის თანამშრომელთა პირველად სამედიცინო დახმარებას, მათთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზებას, ადმინისტრაციული შენობის მომსახურებას, კოორდინაციას უწევს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას შეიარაღებულ ძალებში;“;
ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) განათლების დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა ინსტიტუციური ბაზისა და ორგანიზაციული სფეროს განვითარებას, სწავლებებისა და წვრთნების კოორდინაციასა და კონტროლს, მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე კადრების მომზადებას, საპატიო ყარაულისა და სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მეშვეობით სხვადასხვა ცერემონიალისა და ღონისძიების ჩატარებას.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები